საერთაშორისო თანამშრომლობა

ევროკავშირის პროექტი "კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, საქართველო"

2013 წლის 15 ნოემბერს დაიწყო ევროკავშირის პროექტი,,კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში,საქართველო“. აღნიშნული პროექტი ორწლიანია და მისი მიზანია საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინსტიტუციური რეფორმის გეგმის ხელშეწყობა საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების მეშვეობით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს, დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობასა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

გაეროს განვითარების პროგრამა

გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრთან პარტნიორობით, 2014 წლის ოქტომბერში, ჩატარდა სემინარი. მასში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის 75 წარმომადგენელმა საქართველოს ყველა რეგიონიდან. სემინარის ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველო და ევროკავშირი: პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია.

ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამა

ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის (NATO PDP) თანადაფინანსებით 2014 წლის მაისს განხორციელდა პროგრამა „კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება - საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარება და ფორმირება“. პროგრამა განხორციელდა უსაფრთხოების სექტორში მოღვაწე საჯარო მოხელეებისთვის სხვადასხვა უწყებიდან (შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, საქართველოს პარლამენტი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო) და მიზნად ისახავდა საქართველოს და ზოგადად რეგიონის სტრატეგიული გარემოს შეფასებას, სცენარების დაგეგმვის ტექნიკის გაცნობას და რეგიონალური და გლობალური პარტნიორების როლის ანალიზს საქართველოსთან მიმართებაში. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე გაიარეს ტრენერთა გადამზადების ტრენინგი (TOT). 

2015 წლის ნოემბერში, ჩატარდა ერთობლივი სემინარი თემაზე: "საერთაშორისო ურთიერთობები: კულტურათაშორისი    თანამშრომლობა", რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები. სემინარის ფარგლებში განხილული იყო ისეთი თემები, როგორიც არის: სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მახასიათებლები, კულტურული განსხვავებები და მათი ზეგავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე. 

კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP), აშშ-ის კომერციული დეპარტამენტი

სამ წელზე მეტია ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი (DTC) თანამშრომლობს ა.შ.შ.-ის კომერციული დეპარტამენტის, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამასთან (CLDP). CLDP მნიშვნელოვნად დაეხმარა დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს ქართველი დიპლომატებისათვის კომერციული დიპლომატიის სასწავლო კურსის შექმნასა და განვითარებაში. 2012-2014 წლებში CLDP-მ უზრუნველყო დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ტრენერებისა და მსმენელების გადამზადება, კონსულტაციები ვაშინგტონში, აშშ და ტრენინგები თბილისში. სამი წლის თანამშრომლობის შედეგად, მომზადდა ეკონომიკური დიპლომატიის სახელმძღვანელო.