გრძელვადიანი სასწავლო პროგრამები

დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს ორი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა:

საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა 

პროგრამის მიზანია საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის იმ თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაიკავებენ კონსულის ან საკონსულო ფუნქციების მქონე დიპლომატიურ თანამდებობას.

პროგრამის მსვლელობისას თეორიული ინფორმაციის მიღების გარდა, მსმენელებს საშუალება ეძლევათ პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მისაღებში, იუსტიციის სახლსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეთა შეფასება ხდება სპეციალური საგამოცდო ტესტის ფორმით, მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც ძალაშია ხუთი წლის ვადით.

დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა 

დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ექვსთვიანი პროგრამის მიზანია კონკურსის გავლის შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიშნული ახალი თანამშრომლების, სტაჟიორებისა და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი კადრების კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. კურსის მსვლელობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების შესახებ და გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ისტორიულ მემკვიდრეობას. პროგრამა ასევე ემსახურება მონაწილეებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას.

დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.