მოკლე სასწავლო კურსები

2016

ტრენერთა ტრენინგი (TOT) - დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS - Georgian Foundation for Strategic and International Studies) ჩატარდა ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი. სემინარი დაეთმო ინტერაქტიული ტრენინგის პრაქტიკული ასპექტების განხილვას.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე (DCFTA) - სემინარი ჩატარდა სხვადასხვა უწყებების საჯარო მოხელეებისათვის, სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიც არის საერთაშორისო ვაჭრობისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიმოხილვა, თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელები, ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება (AA), ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები და კონკურენცია. სემინარი ჩატარდა ევროკავშირის  პროექტის "კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში - საქართველო" ფარგლებში.

კიბერ უსაფრთხოება - კურსი ჩატარდა უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიასთან (CASE) თანამშრომლობის ფარგლებში. სემინარს უძღვებოდა აკადემიის დირექტორი, ლაშა პატარაია და მასში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა საჯარო უწყებების (განათლებისა და მეცნიერების და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, უშიშროების საბჭო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტი, დიასპორის საკითხებში საქართველს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, თბილისის საკრებულო) თანამშრომლებმა. კურსის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები: შესავალი კიბერ უსაფრთხოებასა და ინფორმაციულ უსაფრთხოებაში; გლობალური უსაფრთხოების რელიეფი; ჰაკერები და კრიმინალური დაჯგუფებები; კიბერ კრიმინალის სამართლებრივი ასპექტები; სოციალური ინჟინერია და სხვა. 

საერთაშორისო ვაჭრობისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიმოხილვა - 2 ივნისს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობთ, მოკლე კურსის „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)“ ფარგლებში, ჩატარდა ლექცია თემაზე: „საერთაშორისო ვაჭრობისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიმოხილვა“ რომელზეც ისაუბრა ქ-მა მარინე მაჭარაშვილმა (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ვმო) ურთიერთობისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი). სემინარს დაესწრნენ საქართველოს ბიზნეს პალატის, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციისა და იურიდიული კომპანია BDO Legal - ის წარმომადგენლები. 

საერთაშორისო მოლაპარაკებები - ტრენინგი ჩატარდა ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO-PDP) თანამშრომლობით და მას უხელმძღვანელა კლინგენდაელის აკადემიის დირექტორმა, ბატონმა რონ ტონმა. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი თემები: კომპეტენციაზე დაფუძნებული მიდგომა მოლაპარაკებებისადმი, დისტრიბუციული და ინტეგრაციული მოლაპარაკებები, მოლაპარაკებების წარმოების ინდივიდუალური სტილის შერჩევა კონფლიქტურ სიტუაციებში და სხვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სემინარს ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო უწყების ( შინაგან საქმეთა, თავდაცვის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში და საქართველოს პარლამენტი) წარმომადგენლები.

თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელები - 16 ივნისს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობით, მოკლე კურსის „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)“ ფარგლებში, ჩატარდა აღნიშნული კურსის რიგით მეორე ლექცია თემაზე: ,,თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელები“, რომელსაც ესწრებოდნენ ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, კონკურენციის ცენტრის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების  წარმომადგენელები.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება (AA) - 30 ივნისს, იზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობით, მოკლე კურსის „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)“ ფარგლებში, ჩატარდა აღნიშნული კურსის რიგით მესამე ლექცია თემაზე: „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება (AA)“; ლექციას დაესწრნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, კონკურენციის ცენტრი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

კულტურათაშორისი კომუნიკაცია - სემინარი ჩატარდა ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში და მას გაუძღვნენ ბრიტანელი ექსპერტები - დებორა სვოლოუ (Deborah Swallow) და ლივინგსტოუნ ტომპსონი (Livingstone Thompson). ტრენინგი შედგებოდა ორი კომპონენტისგან - ტრენერთა ტრენინგი და სემინარი თემაზე კულტურათაშორისი კომუნიკაცია. სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს: სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მახასიათებლები, კულტურული განსხვავებები და მათი ზეგავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე და სხვა. კურსს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომლები.

ევროატლანტიკური უსაფრთხოება - საქართველოს პერსპექტივა - სემინარი ჩატარდა ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში და მას უძღვებოდნენ ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპული ცენტრის ლექტორები - პროფესორი მეთიუ როუდსი (Matthew Rhodes), პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; პროფესორი რალფ როლოფი (Ralf Roloff); პროფესორი ვალბონა ზენელი (Valbona Zeneli), შავი ზღვისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორი. კურსის ფარგლებში მიმოხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების მოდელი, ენერგო უსაფრთხოება საქართველოში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ასპექტები, კრიზისების მართვის მექანიზმები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე რუსეთის ფაქტორი თანამედროვე უსაფრთხოების სისტემაში და სხვა. სემინარს ესწრებოდნენ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უშიშროების საბჭო, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში და ეროვნული თავდაცვის აკადემია).

DCFTA -ს იმპლემენტაციის პროცესი - 8 ივლისს იზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობით, მოკლე კურსის „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)“ ფარგლებში, ჩატარდა რიგით მეოთხე ლექცია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA): DCFTA-ს იმპლემენტაციის პროცესი. ლექციას უძღვებოდა ქ-ი მარინე მაჭარაშვილი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ვმო) ურთიერთობისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი). სემინარს ესწრებოდნენ შემდეგი ბიზნეს და საჯარო სექტორის წარმომადგენლები: ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEG), საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ABCO-Georgia), საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, ქართულ-უკრაინული ბიზნეს კლუბი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები - 18 ივლისს იზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობით, მოკლე კურსის „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)“ ფარგლებში, ჩატარდა რიგით მეხუთე ლექცია თემაზე: ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებები", რომელზეც ისაუბრა ნიკოლოზ გოგილიძემ (ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქპატენტის თავმჯდომარე). სემინარს ესწრებოდნენ შემდეგი ბიზნეს და საჯარო სექტორის წარმომადგენლები: ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEG), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამშენებლო ინსპექცია”.

სანიტარული და ფიტოსანიტარული საკითხები - 29 ივლისს, იზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობთ, მოკლე კურსის „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)“ ფარგლებში, ჩატარდა რიგით მეექვსე ლექცია თემაზე: „DCFTA: სანიტარული და ფიტოსანიტარული საკითხები“, რომელზეც ისაუბრა ლია თოდუამ (ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი).სემინარს ესწრებოდნენ შემდეგი ბიზნეს და საჯარო სექტორის წარმომადგენლები: ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEG), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი და საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ABCO Georgia), საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და მომხამარებელთა უფლებების დაცვისა და კონტროლის ცენტრი. 

ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები - 23 სექტემბერს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა რიგით მეშვიდე ლექცია თემაზე: „ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები“, რომელზეც ისაუბრა გიორგი ჩიტაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა. სემინარს ესწრებოდნენ შემდეგი ბიზნეს და საჯარო სექტორის წარმომადგენლები: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია და სხვა.

 
ტარიფები და წარმოშობის წესები - 7 ოქტომბერს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა რიგით მერვე ლექცია თემაზე: ტარიფები და წარმოშობის წესები, რომელიც წაიკითხა სამსონ ურიდიამ, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა. სემინარს ესწრებოდნენ შემდეგი ბიზნეს და საჯარო სექტორის წარმომადგენლები: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC), საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
 
 
საქართველო და ევროკავშირი - კურსის ფარგლებში ლექციები წაიკითხეს მიხეილ მირზიაშვილმა, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ, ქეთევან ჩაჩავამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა და ვანო ჩხიკვაძემ, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროგრამის მენეჯერმა. სემინარზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია; ევროკავშირი და მისი ინსტრუმენტები; თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის; ასოცირების შეთანხმება; ასოცირების დღის წესრიგი-ეროვნული სამოქმედო გეგმა და სხვა. კურსს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად დაესწრნენ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.
 
 
DCFTA-ის ჰორიზონტალური საკითხები: ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში - 28 ოქტომბერს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან (BEC) თანამშრომლობით, მოკლე კურსის „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)“ ფარგლებში, ჩატარდა რიგით მეცხრე ლექცია თემაზე: ,,DCFTA-ის ჰორიზონტალური საკითხები: ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში“, რომელიც წაიკითხა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის ენერგეტიკული საკითხების” დირექტორმა, პროფესორმა მურმან მარგველაშვილმა.
სემინარს ესწრებოდნენ შემდეგი ბიზნეს და საჯარო სექტორის წარმომადგენლები: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC), საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
 
დაფუძნება და მომსახურებით ვაჭრობა - 10 ნოემბერს დასრულდა ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან (BEC) თანამშრომლობის ფარგლებში  განხორციელებული  პროგრამა: ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“. დასკვნითი ლექცია წაიკითხა ნინო ჯავახაძემ, ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილემ. სემინარს ესწრებოდნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC), საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს  ფერმერთა ასოციაცია, ექსპორტის განვითარების ასოციაცია.
 
გლობალური უსაფრთხოება: საქართველოს პერსპექტივა - 28-30 ნოემბერს, კახეთში (სასტუმრო ლოპოტა) ჩატარდა სემინარი ,,გლობალური უსაფრთხოება: საქართველოს პერსპექტივა“, რომელიც დიპლომატიურმა სასწავლო ცენტრმა ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO-PDP) თანამშრომლობით განახორციელა.  სემინარს უძღვებოდა სემი ფალტასი (Sami Faltas), გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორი და ვასილ სიხარულიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა.
 
დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი - 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO-PDP) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა მოკლე სასწავლო კურსი ,,დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი“, რომელსაც გაუძღვა გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი. ლექციას საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და თავდაცვის სამინისტრო).
 
 

 

 

2015

ლიდერობა და მენეჯმენტი - ევროკავშირის პროექტების ,,კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, საქართველო" ფარგლებში ჩატარდა მოკლე სასწავლო კურსი სახელწოდებით ,,ლიდერობა და მენეჯმენტი". სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ლიდერობა, პოლიტიკის დაგეგმვა და ანალიზი, ეფექტური კომუნიკაცია, ოფიციალური სიტყვის წერა, მედიასთან ურთიერთობის ორგანიზება, გუნდის მართვა და კრიზისის მენეჯმენტი.  

საერთაშორისო ურთიერთობები: კულტურათაშორისი კომუნიკაცია - სემინარი ჩატარდა სხვადასხვა უწყებების საჯარო მოხელეებისათვის, სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიც არის სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მახასიათებლები, კულტურული განსხვავებები და მათი ზეგავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე. კურსი ჩატარდა ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის დაფინანსებით (PDP).

ტრენერთა ტრენინგი (TOT) - დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS - Georgian Foundation for Strategic and International Studies) ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი. ტრენინგზე განიხილებოდა შემდეგი სამუშაო საკითხები: ტრენინგის პრინციპები და ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციის ტექნიკების განხილვა, ტრენინგის საჭიროებების განსაზღვრა სხვადასხვა ჯგუფისთვის, სხვადასხვა ინტერაქტიული სამუშაო ფორმების განხილვა. 

თურქეთის და საქართველოს ურთიერთობების პოლიტიკური ანალიზი - კურსის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ოსმალეთის იმპერია და მისი გეოპოლიტიკური პრიორიტეტები, კვიპროსის კრიზისი, 1980 წლის გადატრიალება, თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გააქტიურება კავკასიაში, თურქულ-ქართული ურთიერთობები და სხვ. 

ელჩების მეუღლეების პროგრამა - ,,ამბასადორიალი 2015-ის" ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებისათვის ჩატარდა სპეციალური კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამა. რომლის მიზანი იყო ელჩების მეუღლეების გააქტიურება და ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს უკეთ წარმოჩენის ხელშეწყობა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი თემები: პროტოკოლური საკითხები (ოფიციალური სადილები და მიღებები), წარმატებული ქალი და მის წინაშე არსებული გამოწვევები, ქართული კინემატოგრაფია - წარსული, აწმყო, მომავალი, სოფლის ტურიზმი საქართველოში, ოპერის და ბალეტის თეატრი - ახალი პერსპექტივები და საერთაშორისო თანამშრომლობა, კულინარიული დიპლომატია. 

მოლაპარაკების წარმოება და პროცესის წარმართვა - კურსის მიზანი იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნის გაზიარება, ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებელი კონცეპტებისა და მეთოდების გაცნობა. კურსი მოიცავდა მომდევნო თემებს: მოლაპარაკებების სტილისა და კულტურის გამომუშავება, მოლაპარაკებების მომზადება-გაანალიზება, მოლაპარაკებების სტრატეგიების მართვა, ორგანიზაციაში მოლაპარაკებების გამოყენებით უკეთესი კლიმატის შექმნა, დაწესებულების ინტერესების დაცვა მოლაპარაკებების მაგიდასთან, შედეგების მიღწევა და პროცესის ეფექტურად მართვა.

მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და პერსპექტივები - კაჭრეთის სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე "საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და პერსპექტივები", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა და სხვა სამინისტროების, ასევე მოწვეულმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

მომსახურების მართვა - ტრენინგის მიზანი იყო ქოლ-ცენტრის ოპერატორებისათვის სატელეფონო კომუნიკაციის სპეციფიკის ცოდნისა და შესაბამისი უნარების განვითარების ხელშეწყობა. ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: სავიზო რეგულაციები, სატელეფონო მომსახურების სპეციფიკა და ძირითადი პრინციპები, სატელეფონო მომსახურების ხარისხის სტანდარტის მნიშვნელობა და დანიშნულება.

2014

ლიდერობა და დიპლომატია - კურსი მოიცავდა მომდევნო საკითხებს: პოლიტიკის კეთების პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლიტიკის დაგეგმარება და მიწოდება, ეფექტური ქსელის ფორმირება და გავლენა, ეფექტური მოლაპარაკებები და შეხვედრების გაძღოლა, მრავალმხრივი ურთიერთობები, რა არის ლიდერობა, კომუნიკაცია და მესიჯი, პოლიტიკური ანალიზი, ბრიფინგი და ანგარიშის წერა, სოციალური მედია, ლიდერობა და გუნდური პრინციპები და სხვ.

სემინარი ,,ახალგაზრდა ელჩებისათვის" - სემინარი ჩატარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა ,,იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი", რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა თანამემამულეებთან და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის განვითარება, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა. ასევე, საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

მრგვალი მაგიდა ვილნიუსის უნივერისტეტის სტუდენტებთან - ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობის, ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის, ევროინტეგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს საქართველოში სასწავლო-გაცნობითი ტურის ფარგლებში.

მედია კომუნიკაცია - პრესრელიზების წერის ტექნიკა - კურსის ფარგლებში განიხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიც არის პრესრელიზის სტრუქტურა და მისი აგების ხერხი „ახალი ამბის“ გარშემო, „მთავარი სიტყვების“ გამოყოფა, სათაურის შერჩევა, „ფოკუსი“ - ჰედლაინი, მთავარი „მესიჯი“, „ლიდის“ ცნება და აგების ტექნიკა, სხვა პრესცენტრებთან კოორდინაცია, პრესის მონიტორინგი და სხვ.

დიპლომატიური პროტოკოლის საფუძვლები - კურსს დაესწრნენ წარმომადგენლები დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან, დევნილთა და განსახლების და საგარეო საქმეთა სამინისტროდან. სემინარზე განხილულ იქნა მომდევნო თემები: ეტიკეტისა და პროტოკოლის წარმოშობის ისტორია, პროტოკოლის სწორი სისტემის ფორმულირება, პროტოკოლის სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების გზები, სწორი და არასწორი პრაქტიკა საქართველოსა და საზღვარგარეთ, საქართველოს ეროვნული სიმბოლიკა და მისი გამოყენების წესები, უმაღლესი და მაღალი ვიზიტების კატეგორიები საქართველოსა და საზღვარგარეთ, ვიზიტის საერთო მენეჯმენტი, დელეგაციათა მომლაპარაკებების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა, ოფიციალური მიღებები და სადილები და სხვ. 

კორეა-შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანამშრომლობის სემინარი (Korea-BSEC ICT Cooperation Workshop) - სემინარზე წარმოდგენილი იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ეროვნული საინფორმაციო პოლიტიკა, საინფორმაციო უსაფრთხოება, საერთაშორისო თანამშრომლობა განვითარების კუთხით და კორეის დახმარება, და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისები.

საქართველო და ევროკავშირი: პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია - სემინარის ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველო და ევროკავშირი: პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია. კურსის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის: ევროკავშირის ინსტიტუტები, ისტორია, ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA).

ელჩების მეუღლეების პროგრამა - პროგრამის ფარგლებში განხილულ იქნა ელჩების მეუღლეების საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის ასპექტები (ქართული დამწერლობა და ხელნაწერები, ქართული ენა და ქართული ენის შესასწავლი რესურსები უცხოელთათვის, სუფრის სერვირება, ქართული ღვინო).

ეკონომიკური დიპლომატიის წარმოება და მსოფლიო ვაჭრობის თავისებურებანი - სემინარი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის: საქართველოს ეკონომიკა და ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკური დიპლომატიის წარმოება, საინვესტიციო გარემო და შესაძლებლობები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებები და მათი პრაქტიკული გამოყენება კომერციულ დიპლომატიაში, მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ, დავების მოგვარება საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით, საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორობის სტრუქტურირება და ღვინის დიპლომატია.კურსი ტარდება დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში.

კრიზისული სიტუაციების მართვა - კურსის ფარგლებში განხილულ იქნა საელჩოებში კრიზისული სიტუაციების მართვის მეთოდები, საკონსულო და უსაფრთხოების საკითხები და კრიზისული სიტუაციების პრაქტიკული მაგალითები.

დიპლომატიური პროტოკოლი და საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტი - კურსის ფარგლებში განილულ იქნა ისეთი თემები, როგორიც არის დიპლომატიური პროტოკოლის წარმოშობა და განვითარება, დიპლომატიური სამსახურის დოკუმენტები, დიპლომატიური პროტოკოლი და მისი თავისებურებანი საქართველოში, ოფიციალური ღონისძიებები და ცერემონიები დიპლომატიურ პროტოკოლში, ოფიციალური მიღებების პროტოკოლი, დიპლომატის ჩაცმულობა სხვადასხვა შემთხვევებისათვის და სხვ

თანამედროვე ავღანეთი - კულტურული დიპლომატია - სემინარის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის ავღანეთის კულტურული თავისებურებანი, ეთნიკური ჯგუფები, პოლიტიკური წყობა, თალიბანი, რა უნდა იცოდეს დიპლომატმა ავღანელებთან ურთიერთობისას და სხვ.

კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება - საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარება და ფორმირება - პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს და ზოგადად რეგიონის სტრატეგიული გარემოს შეფასებას, სცენარების დაგეგმვის ტექნიკის გაცნობას და რეგიონალური და გლობალური პარტნიორების როლის ანალიზს საქართველოსთან მიმართებაში. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს ტრენერთა გადამზადების ტრენინგს (TOT). პროგრამა განხორციელდა ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის (NATO PDP Programme) თანადაფინანსებით.

ოფიციალური სიტყვის წერის ტექნიკა - პრაქტიკული რჩევები - კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიზნობრივი კომუნიკაცია, სიტყვით გამოსვლის თემის განსაზღვრა, სტრუქტურა, მთავარი თემის განსაზღვრა და სხვ.

შეთქმულების თეორია - პროგრამა მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის მასობრივი შეგნებით მანიპულაცია, კომუნიზმი და კანიბალიზმი, საუკუნის ტერორისტული აქტი, საიდუმლოებით მოცული კატასტროფები, ტოტალური კონტროლი და სხვ.
 
პერსონალური მონაცემების დაცვა - სემინარზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის: პერსონალური მონაცემების დაცვა, გაცვლა, საერთაშორისო და ინდივიდუალურ დონეზე გამოყენება, კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ.
 
ზოგადი და პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლები - კურსი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის ისეთი საკითხების გაცნობას, როგორიც არის ცნობიერების ფსიქოლოგია, ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, პიროვნების და ქცევის ფსიქოლოგია, შეგრძნება და აღქმა, გრძნობა და ემოცია, მეხსიერება, აზროვნება და მეტყველება, ურთიერთობის ფსიქოლოგია და სოციალური გავლენა.
 
ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლების ეთიკური ქცევის სტანდარტები - კანონებისა და წესდებების მიმოხილვა - სემინარის დღის წესრიგში შეტანილი იყო ისეთი თემები, როგორიც არის ეთიკის კოდექსი, საჩუქრების მიღების წესი, კონფლიქტური ფინანსური ინტერესები, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, მიუკერძოებლობა სამსახურეობრივი ვალდებულებების განხორციელების დროს და რეგულაციები პოლიტიკური აქტივობების შესახებ.
 
გლობალური უსაფრთხოება - კურსის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიც არის ამერიკის სპეცსამსახურები, სახელმწიფო საიდუმლოება, მისი არსი და სხვ.
 
გაიცანი საქართველო - პროგრამის ფარგლებში უცხოელი დიპლომატები გაეცნენ, როგორც საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და გამოწვევებს. ასევე დაესწრნენ სალექციო კურსს საქართველოს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების შესახებ. 
 
მომსახურების მართვა - კურსის მიზანი იყო მონაწილეებისთვის მომსახურების მართვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება, თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

2013

მედიასთან ურთიერთობა პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისათვის. თეორია და პრაქტიკა - პროგრამის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ქართული და გლობალური მედიის მუშაობა და მათი ინტერესის სფეროები, ინტერვიუს ტიპები, ფორმატის ტიპები: პირდაპირი ეთერი, ჩანაწერი, სიუჟეტი, გადაცემა, დისკუსია, ასევე გზავნილების მომზადება და მიწოდება, ინტერვიუს მიცემის დროს გასათვალისწინებელი წესები, სწორი და არასწორი მიდგომა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი საკითხები საჯარო დიპლომატიაში - სასწავლო პროგრამა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზნები, ამოცანები და პრინციპები, ეთიკა და პროფესიონალიზმი, კომუნიკაციის ხუთი ელემენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობა და თანხმობის კომუნიკაცია, კრიზისის მართვა, საჯარო დიპლომატიის პოლიტიკის არსი, საჯარაო პოლიტიკია პრობლემების ფორმულირება და გადაწყვეტა, სახელმწიფო პროტოკოლი, პროტოკოლის საერთაშორისო ნორმები და ძირითადი მოთხოვნები დიპლომატიაში, საზოგადოებასთან ურთიერთობა და პროტოკოლი.

კომერციული დიპლომატია და მსოფლიო ვაჭრობა (CLDP) - სასწავლო ცენტრისა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ორ ეტაპად განხორციელდა პროგრამა ,,კომერციული დიპლომატია და მსოფლიო ვაჭრობა". პროგრამის პირველ ეტაპზე ვაშინგტონში კომერციული დიპლომატიის საკითხებზე გამართულ კონსულტაციებს დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: კომერციული ატაშეს ინსტიტუტი, ინვესტიციისა და ექსპორტის ხელშეწყობა, საერთაშორისო ბიზნეს მოლაპარაკებები და ტრანზაქციები, კონფლიქტების მოგვარება საერთაშორისო კონტრაქტებში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა და განვითარება, პოტენციური უცხოელი ინვესტორების მოძიება, ერთობლივი საწარმოებით დაინტერესებულ ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის მედიატორის როლის უკეთ მორგება, საერთაშორისო ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებების წარმოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება. პროგრამის ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო კომერციული დიპლომატიის საკითხებში.
 
მოლაპარაკებების წარმოება მეთოდები და სტრატეგიები - სასწავლო პროგრამა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მოლაპარაკებების სტრატეგია: გარე და შიდა ინტერაქციები, მოლაპარაკებების სამზადისი, მოლაპარაკებების პროცესის მართვა, თანამშრომლობაზე მიმართული და დისტრიბუციული სტრატეგიები, სხვადასხვა დონეზე მიმდინარე მოლაპარაკებები, კოალიციების როლი. სასწავლო პროგრამა მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს სიმულაციური თამაშების სახით.
 
საქართველოს სტრატეგიული გარემოს შეფასება და სცენარების დაგეგმვის ტექნიკა საგარეო პოლიტიკაში - პროგრამა განხორციელდა სამ ეტაპად: საქართველოს სტრატეგიული გარემოს შეფასება, სცენარების დაგეგმვის ტექნიკა საგარეო პოლიტიკაში, სამხედრო სტრატეგიული თამაშები. სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის ინფორმაციის მიწოდებას დიპლომატების პასუხისმგებლობასა და როლზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ქვეყნის იმიჯის სწორად წარმოჩენის საკითხებში, ასევე მსმენელთათვის საგარეო პოლიტიკაში სცენარების დაგეგმვის თეორიისა და ტექნიკის გაცნობას.
 
საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები დიპლომატიურ სამსახურში. თეორია და პრაქტიკა - კურსის მსვლელობისას განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა: საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო დიპლომატიის ტაქტიკა და სტრატეგია, ვითარების ანალიზი ადგილსამყოფელ ქვეყანაში, სამიზნე ჯგუფების შერჩევა, გასავრცელებელი ინფორმაციის შერჩევა, შექმნა და მისი გავრცელების ფორმები და საშუალებები, აგრესიულ აუდიტორიასთან ურთიერთობა და პროვოკაციულ ვითარებაში მოქმედება, საჯარო გამოსვლა.

თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საფუძვლები - კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საფუძვლები და ტენდენციები, ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებში, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გარე და შიდა რისკები, საერთაშორისო პოლიტიკა და ეკონომიკა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, გლობალური უსაფრთხოება, თანამედროვე გლობალური ეკონომიკა.