ინსტიტუტის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა 2012 წელს. 2014 წლის 24 აპრილს მას მიენიჭა გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, ლევან მიქელაძის სახელი.  2014 წლის სექტემბერში ინსტიტუტი გახდა ,,დიპლომატიური ტრენინგების საერთაშორისო ფორუმის”  წევრი.

ინსტიტუტის მიზანია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, არსებული საჭიროებებისა და ტენდენციების გათვალისწინებით სამინისტროს თანამშრომლების, დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირებისა და სხვა საჯარო მოხელეების უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და კვალიფიკაციის ამაღლება; ასევე საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომელთა საქართველოს შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება.