ადგილობრივი თანამშრომლობა

  1. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი 
    დიპლომატიური სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდთან" (GFSIS). თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე სემინარი და ტრენინგი ისეთ საკითხებზე, როგორიცა არის: "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე" (DCFTA), ტრენერთა ტრენინგი (TOT) და პროექტის ციკლის მართვა (PCM). 

  2. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია
    მაღალკვალიფიციური დიპლომატების მომზადების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, სასწავლო ცენტრმა, 2014 წელს გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სომელიეთა ასოციაციასთან. 2014 წლის სექტემბერში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შალვა ხეცურიანმა ჩაატარა ლექცია ქართული ღვინის შესახებ უცხოეთში აკრედიტებული საქართველოს ელჩების მეუღლეების პროგრამის ფარგლებში. ლექციის დასასრულს გაიმართა ღვინის დეგუსტაცია. 2015 წლის ნოემბერში, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდა "დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის" მონაწილეთა ოფიციალური ვიზიტი საქართველოს სომელიეთა ასოციაციაში, სადაც მათ მოისმინეს ლექცია ღვინის დიპლომატიასთან დაკავშირებით. 

  3. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
    2014 წლის ივნისში, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ჩატარდა კურსი თემაზე "დიპლომატიური პროტოკოლი და საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტი". კურსის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის დიპლომატიური პროტოკოლის წარმოშობა და განვითარება, დიპლომატიური პროტოკოლი და მისი თავისებურებანი საქართველოში, ოფიციალური მიღებების პროტოკოლი და ა.შ.

  4. ენის სკოლა
    2014 წლის ოქტომბერში, დიპლომატიური სასწავლო ცენტრსა და შპს "ენის სკოლას" შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო ცენტრში, საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებისთვის ჩატარდა სამთვიანი, ქართული ენის შემსწავლელი კურსი "ყოველდღიური ქართული". 

  5. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
    2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ჩატარდა სემინარი თემაზე "მედია-კომუნიკაცია - პრესრელიზების წერის ტექნიკა". სემინარს უძღვებოდა ნინო ივანიშვილი (Thomson Reuters Foundation, ტელე-ჟურნალისტების გადამზადების ტრენერი და ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი). ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში პრეს-სამსახურების წარმომადგენლებმა.

  6. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
    დიპლომატიურმა სასწავლო ცენტრმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობით დაიწყო საჯარო ლექციების ციკლი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. მათ შორის საჯარო ლექციები: "საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე" და "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ახალი რეალობის გათვალისწინებით". 

  7. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია (CASE)
    დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, უსაფრთხოების კავკასიის აკადემიასთან თანამშრომლობით, დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა სემინარი თემაზე "კიბერ-უსაფრთხოება".

  8. საჯარო სამსახურის ბიურო
    2015 წლის მაისში, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა სემინარი თემაზე "ეთიკა და ქცევის წესები საჯარო სამსახურში".

  9. პარტნიორები - საქართველო
    2015 წლის სექტემბერში, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, პარტნიორები-საქართველოსთან თანამშრომლობით, დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა სემინარი თემაზე "ეფექტური კომუნიკაცია".

  10. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი 
    2015 წლის ნოემბერში, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის წარმომადგენელთათვის მიმდინარე პროგრამის "საქართველოს შესახებ" საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე "საქართველოს ისტორიისა და კულტურის მოკლე მიმოხილვა".  

  1. ქართული ფილმის ცენტრი
    2015 წლის დეკემბერში, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ქართული ფილმის ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის წარმომადგენელთათვის მიმდინარე პროგრამის "საქართველოს შესახებ" საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე "ქართული კინემატოგრაფიის მიმოხილვა".