სხვა სიახლეები

სემინარი - ,,აშშ-ს და რუსეთის საგარეო პოლიტიკა"

05.07.17 5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაიხსნა სემინარი თემაზე ,,აშშ-ს და რუსეთის საგარეო პოლიტიკა“, რომელსაც დიპლომატიური სასწავლო ცენტრი ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. კურსს უძღვებიან ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპული ცენტრის ლექტორები -  პროფესორი მეთიუ როუდსი (Dr. Matthew Rhodes), და პროფესორი გრემ ჰერდი (Dr. Graeme Herd). სემინარის პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ნატო და უსაფრთხოების ცვალებადი გარემო, რუსეთის სტრატეგიული კულტურა, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები, გერმანიის ახალი პარტნიორები და სხვა. სემინარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ესწრებიან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.
უკან დაბრუნება  
ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“ ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“
15 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დერილ კოუპლენდმა (კანადის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი დიპლომატი, კონსულტანტი, ანალიტიკოსი) წაიკითხა ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“.
ღია კარის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ღია კარის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
8 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამინისტროსა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის სკოლის მოსწავლეებისათვის „პროფესია დიპლომატის“ შესახებ რიგით მეორე ღია კარის დღე გაიმართა.
ლექცია - ,,ჯანდაცვის სისტემა საქართველოში“ ლექცია - ,,ჯანდაცვის სისტემა საქართველოში“
4 მაისს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, პროგრამის ,,საქართველოს შესახებ“ ფარგლებში, ქეთევან გოგინაშვილმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, წაიკითხვა ლექცია თემაზე ,,ჯანდაცვის სისტემა საქართველოში“. ლექციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედირტებულმა უცხოელმა დიპლომატებმა და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრებმა.
არქივი