სხვა სიახლეები

ელჩების მეუღლეების პროგრამა

20.07.17 ა. წ. 20 ივლისს, ,,ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებისათვის ჩატარდა რიგით მეხუთე სპეციალური კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამა, რომლის მიზანია ელჩების მეუღლეების მნიშვნელოვანი როლის კიდევ მეტად წარმოჩენა და ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
პროგრამა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, კულტურული დიპლომატია, ტურიზმის ინდუსტრიის მიმოხილვა, ქართული დამწერლობა და ხელნაწერები, საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები, ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის პროგრამა, თანამედროვე  ქართული ბალეტი. შეხვედრის ფარგლებში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მეუღლემ, ნინო ლეჟავამ, როგორც სამხრეთ აფრიკაში დიპლომატების მეუღლეების ასოციაციის კოორდინატორმა, მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია სამხრეთ აფრიკაში წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ.
პროგრამა დასრულდა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში - ხელოვნების სასახლეში ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც მუზეუმის  დირექტორმა, გიორგი კალანდიამ სტუმრებს მუზეუმის საგამოფენო დარბაზები და სიძველეთსაცავის უნიკალური კოლექციები, მათ შორის ექსპოზიცია ,,ქართული კოსტუმის მრავალსახეობა“ დაათვალიერებინა. 
უკან დაბრუნება  
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დიპლომატიაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დიპლომატიაში
16 ნოემბერს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ჩატარდა სემინარი თემაზე: „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დიპლომატიაში“, რომელსაც უძღვებოდა მარინა კალიურანდი (Marina Kaljurand), ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ელჩი, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი.
სემინარი - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: სამშვიდობო მედიაცია და მოლაპარაკებები“ სემინარი - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: სამშვიდობო მედიაცია და მოლაპარაკებები“
2017 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით, გაიხსნა ორდღიანი სემინარი თემაზე - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: სამშვიდობო მედიაცია და მოლაპარაკებები“.
საჯარო ლექცია თემაზე: „განათლების სისტემის პრიორიტეტები“ საჯარო ლექცია თემაზე: „განათლების სისტემის პრიორიტეტები“
ა. წ. 6 ნოემბერს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაგრძელდა ლექციების სერია პროექტის „საქართველოს შესახებ“ ფარგლებში. საჯარო ლექცია თემაზე: „განათლების სისტემის პრიორიტეტები“ წაიკითხა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა, კახა ხანდოლიშვილმა.
არქივი