სხვა სიახლეები

გამოცდილების გაზიარება საელჩოში მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით

25.07.17 ა. წ. 25 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საგანგებო დავალებათა ელჩმა, ნიკოლოზ რთველიაშვილმა ისაუბრა საელჩოში მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრას დაესწრნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. 
უკან დაბრუნება  
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დიპლომატიაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დიპლომატიაში
16 ნოემბერს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ჩატარდა სემინარი თემაზე: „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დიპლომატიაში“, რომელსაც უძღვებოდა მარინა კალიურანდი (Marina Kaljurand), ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ელჩი, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი.
სემინარი - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: სამშვიდობო მედიაცია და მოლაპარაკებები“ სემინარი - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: სამშვიდობო მედიაცია და მოლაპარაკებები“
2017 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით, გაიხსნა ორდღიანი სემინარი თემაზე - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: სამშვიდობო მედიაცია და მოლაპარაკებები“.
საჯარო ლექცია თემაზე: „განათლების სისტემის პრიორიტეტები“ საჯარო ლექცია თემაზე: „განათლების სისტემის პრიორიტეტები“
ა. წ. 6 ნოემბერს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაგრძელდა ლექციების სერია პროექტის „საქართველოს შესახებ“ ფარგლებში. საჯარო ლექცია თემაზე: „განათლების სისტემის პრიორიტეტები“ წაიკითხა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა, კახა ხანდოლიშვილმა.
არქივი