სხვა სიახლეები

მოკლე კურსი - ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“

30.11.17 30 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიხსნა ორდღიანი სემინარი თემაზე ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“, რომელიც ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში. სემინარს უძღვება მელის კითსინგი, ესტონეთის ეკონომიკური ასოციაციის (Estonian Economic Association) პრეზიდენტი, ესტონეთის ბიზნესის სკოლის (Estonian Business School) ასოცირებული პროფესორი. პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირის მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის მომავალი, ევროპის სავალუტო კავშირი, ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკა, ერთიანი ციფრული ბაზარი. კურსი ტარდება დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის ფარგლებში და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
უკან დაბრუნება  
ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“ ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“
15 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დერილ კოუპლენდმა (კანადის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი დიპლომატი, კონსულტანტი, ანალიტიკოსი) წაიკითხა ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“.
ღია კარის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ღია კარის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
8 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამინისტროსა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის სკოლის მოსწავლეებისათვის „პროფესია დიპლომატის“ შესახებ რიგით მეორე ღია კარის დღე გაიმართა.
ლექცია - ,,ჯანდაცვის სისტემა საქართველოში“ ლექცია - ,,ჯანდაცვის სისტემა საქართველოში“
4 მაისს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, პროგრამის ,,საქართველოს შესახებ“ ფარგლებში, ქეთევან გოგინაშვილმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, წაიკითხვა ლექცია თემაზე ,,ჯანდაცვის სისტემა საქართველოში“. ლექციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედირტებულმა უცხოელმა დიპლომატებმა და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრებმა.
არქივი