სხვა სიახლეები

ტრენინგი "ეფექტური პრეზენტაციის უნარები"

19.12.17
ამა წლის 18-19 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ დაფინანსებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე ეფექტური პრეზენტაციის უნარები“. ტრენინგს ხელმძღვანელობდა ქალბატონი მარიკა ნებიერიძე, ასოცირების შეთანხმების მხარდაჭერის პროექტის ექსპერტი.  
უკან დაბრუნება  
ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“ ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“
15 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დერილ კოუპლენდმა (კანადის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი დიპლომატი, კონსულტანტი, ანალიტიკოსი) წაიკითხა ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“.
ღია კარის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ღია კარის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
8 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამინისტროსა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის სკოლის მოსწავლეებისათვის „პროფესია დიპლომატის“ შესახებ რიგით მეორე ღია კარის დღე გაიმართა.
ლექცია - ,,ჯანდაცვის სისტემა საქართველოში“ ლექცია - ,,ჯანდაცვის სისტემა საქართველოში“
4 მაისს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, პროგრამის ,,საქართველოს შესახებ“ ფარგლებში, ქეთევან გოგინაშვილმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, წაიკითხვა ლექცია თემაზე ,,ჯანდაცვის სისტემა საქართველოში“. ლექციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედირტებულმა უცხოელმა დიპლომატებმა და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრებმა.
არქივი