სხვა სიახლეები

ტრენერთა ტრენინგი საკონსულო კრიზისების მართვის თემაზე - პირველი ეტაპი

05.03.18 5-7 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი საკონსულო კრიზისების მართვის თემაზე. ტრენინგი განხორციელდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -,,მიგრანტები კრიზისულ ქვეყნებში: მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის ხელშეწყობა ეფექტური და კოოპერატიული სახელმწიფო ქმედების უზრუნველსაყოფად“ (Migrants in Countries in Crisis: Supporting an Evidance-based Approach for Effective and Cooperative State Action) ფარგლებში. 

ტრენინგის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნების (ფილიპინები, შვედეთი, საფრანგეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი) საელჩოების წარმომადგენლებმა გაუზიარეს გამოცდილება საკონსულო კრიზისების მართვასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ტრენერებს. 


უკან დაბრუნება  
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
კურსი - ,,პოლიტიკის შემუშავება და ანალიზი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში კურსი - ,,პოლიტიკის შემუშავება და ანალიზი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში"
30 მაისს, ნატოს სამეკავშირეო ოფისში, გაიხსნა სემინარი თემაზე ,,პოლიტიკის შემუშავება და ანალიზი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში“, რომელიც ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში. სემინარს უძღვებიან მაიკლ რობერტსი, ბრიტანელი ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში და შორენა ლორთქიფანიძე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქა
ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“ ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“
15 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დერილ კოუპლენდმა (კანადის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი დიპლომატი, კონსულტანტი, ანალიტიკოსი) წაიკითხა ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“.
არქივი