სხვა სიახლეები

ევროპის დეპარტამენტის დირექტორის შეხვედრა სამინისტროს სტაჟიორებთან

16.03.18
16 მარტს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში შეხვედრა ჩატარდა ევროპის დეპარტამენტის დირექტორს, ნინო ბარათაშვილსა და სამინისტროს სტაჟიორებს შორის. შეხვედრის ფარგლებში, ნინო ბარათაშვილმა ისაუბრა საქართველო - ევროპის ურთიერთობების ისტორიულ ასპექტებზე, მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
ასევე ნინო ბარათაშვილმა საჯარო დაწესებულებაში ახლად მოსულ სტაჟიორებს გაუზიარა სისტემაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება.  შეხვედრის მონაწილეებისათვის ძალიან შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი იყო რჩევების და რეკომენდაციების მიღება  უწყებაში  მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით.
სტაჟიორები საგარეო საქმეთა სამინისტროს შემოუერთდნენ თებერვლის თვეში. სამთვიანი სტაჟირების პერიოდში მათ შესაძლებლობა ექნებათ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და გამოცდილ დიპლომატებს შეხვდნენ, რომლებიც სამუშაო გამოცდილებას გაუზიარებენ  და მიაწვდიან მათთვის საინტერესო ინფორმაციას.

უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი