სხვა სიახლეები

ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“

15.05.18 15 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დერილ კოუპლენდმა (კანადის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი,  ყოფილი დიპლომატი, კონსულტანტი, ანალიტიკოსი) წაიკითხა ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“.
ლექციის პირველ ნაწილში მომხსენებელი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამეცნიერო დიპლომატია,  საერთაშორისო მეცნიერება და ტექნოლოგიები, ქვეყნის ბრენდინგი, პოლიტიკის დაგეგმვა, სტრატეგიული კომუნიკაცია და სხვა, ასევე განიხილა გლობალური ხასიათის მოვლენები, რომლებიც თანამედროვე დიპლომატისგან შესაბამის შეფასებასა და ქმედებას მოითხოვს. ლექციის მეორე ნაწილში დერილ კოუპლენდმა უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.
ლექციას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
უკან დაბრუნება  
ღია კარის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ღია კარის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
8 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამინისტროსა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის სკოლის მოსწავლეებისათვის „პროფესია დიპლომატის“ შესახებ რიგით მეორე ღია კარის დღე გაიმართა.
ლექცია - ,,ჯანდაცვის სისტემა საქართველოში“ ლექცია - ,,ჯანდაცვის სისტემა საქართველოში“
4 მაისს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, პროგრამის ,,საქართველოს შესახებ“ ფარგლებში, ქეთევან გოგინაშვილმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, წაიკითხვა ლექცია თემაზე ,,ჯანდაცვის სისტემა საქართველოში“. ლექციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედირტებულმა უცხოელმა დიპლომატებმა და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრებმა.
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის აპარატთან ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის აპარატთან
3 მაისს, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის. მემორანდუმს ხელი დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ბრეგვაძემ და პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მოაწერეს.
არქივი