სიახლეები

სემინარი - ,,კულტურათაშორისი კომუნიკაცია“
24 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, დაიწყო სემინარი თემაზე ,,კულტურათაშორისი კომუნიკაცია“, რომელსაც დიპლომატიური სასწავლო ცენტრი ნატო საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO-PDP) თანამშრომლობით ახორცილებს. ტრენინგს უძღვებიან ბრიტანელი ექსპერტები, დებორა სვოლოუ (Deborah Swallow) და ლივინგსტოუნ ტომპსონი (Livingstone Thompson).
სემინარი - „ეფექტური კომუნიკაცია - ახალ გარემოში ადაპტაციის ინსტრუმენტი“,
12 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის დიპლომატიურ სასწავლო ცნეტრში ჩატარდა წინა საროტაციო კურსის რიგით მერვე სემინარი თემაზე: „ეფექტური კომუნიკაცია - ახალ გარემოში ადაპტაციის ინსტრუმენტი“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის. ტრენინგს ხელმძღვანელობდა თეა გველესიანი, ტრენერი, „პარტნიორები საქართველო“.
სემინარი - 1961 წლის ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ
5 აპრილს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში წინა საროტაციო კურსის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის ჩატარდა რიგით მეშვიდე სემინარის პირველი ნაწილი.
მემორანდუმი პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
5 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს დიპლომატიური სწავლებისა და ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის.
წინა საროტაციო სამუშაო შეხვედრა
2017 წელს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში შემუშავდა თემატიკა და შესაბამისად გეგმა წინა საროტაციო სამუშაო შეხვედრების ჩასატარებლად.
მიმოხილვითი სემინარი - „ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ეკონომიკური ასპექტები“
ა. წ. 30 მარტს, ქ. ბორჯომში დაიწყო მიმოხილვითი სემინარი „ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ეკონომიკური ასპექტები“ (DCFTA) საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის, რომელიც ტარდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის, ევროკავშირის პროექტის „ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობის ფარგლებში.
სემინარი ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით
29 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში წინა საროტაციო კურსის ფარგლებში, ჩატარდა რიგით მეექვსე სემინარი ადმინისტრაციულ საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
საჯარო ლექცია თემაზე: "ინფორმაციის მომავალი, ახალი ამბები და მედია"
ამა წლის 28 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის, ვაშინგტონის დიპლომატიური აკადემიის დირექტორის, ნიკოლას კრალევის ხელმძღვანელობით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ინფორმაციის მომავალი, ახალი ამბები და მედია“.
სემინარი - დიასპორასთან ურთიერთობის ძირითადი საკითხები
27 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, წინა საროტაციო კურსის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის ჩატარდა რიგით მეხუთე სემინარი დიასპორის საკითხებზე.
სემინარი - კულტურული დიპლომატიის ძირითადი საკითხები
16 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში წინა საროტაციო კურსის ფარგლებში, ჩატარდა რიგით მეოთხე სემინარი კულტურული დიპლომატიის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
სემინარი - ეკონომიკური დიპლომატიის ძირითადი საკითხები
2017 წლიდან, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში დაიწყო ახალი წინა საროტაციო კურსი. 13 მარტს, კურსი გაგრძელდა სემინარით ეკონომიკური დიპლომატიის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
საჯარო ლექცია თემაზე:„გადაიღე საქართველოში“
ა. წ. 6 მარტს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, განახლდა ლექციების სერია პროექტის „საქართველოს შესახებ” ფარგლებში. საჯარო ლექცია თემაზე:„გადაიღე საქართველოში“ წაიკითხა დათო ვაშაძემ, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, დისტრიბუციისა და ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
მოკლე კურსი: "ელექტრონული მმართველობა და ეროვნული კიბერ უსაფრთხოება"
2 მარტს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ესტონეთის დიპლომატიურ სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში დასრულდა სამდღიანი მოკლე სასწავლო კურსი: „ელექტრონული მმართველობა და ეროვნული კიბერ უსაფრთხოება“. ლექციები წაიკითხა რაულ რიკმა (ესტონელი ექსპერტი).
მოკლე კურსი: "ელექტრონული მმართველობა და ეროვნული კიბერ უსაფრთხოება"
28 თებერვალს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის პროექტის, ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“, ფარგლებში დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიხსნა სემინარი თემაზე: „ელექტრონული მმართველობა და ეროვნული კიბერ უსაფრთხოება“, რომელსაც უძღვება რაულ რიკი (Raul Rikk), ესტონელი ექსპერტი.
მოკლე კურსი თემაზე: "ეფექტური პრეზენტაციის და მოლაპარაკების უნარები"
ამა წლის 23-24 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ დაფინანსებით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ეფექტური პრეზენტაციის და მოლაპარაკების უნარები“.
საჯარო ლექცია თემაზე:„თბილისის ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობა“
ა. წ. 6 თებერვალს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, განახლდა ლექციების სერია პროექტის „საქართველოს შესახებ” ფარგლებში. საჯარო ლექცია თემაზე:„თბილისის ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობა “ წაიკითხა მაია მანიამ, დოქტორმა, არქიტექტურის ისტორიის პროფესორმა.
მოკლე კურსი თემაზე: "საჯარო დიპლომატია: საჯარო გამოსვლები, პრეზენტაციები და მედიასთან კომუნიკაცია"
2 თებერვალს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ესტონეთის დიპლომატიურ სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში დასრულდა სამ დღიანი მოკლე სასწავლო კურსი: „საჯარო დიპლომატია: საჯარო გამოსვლები, პრეზენტაციები და მედიასთან კომუნიკაცია“. ლექციები წაიკითხა ჰანეს რუმმა (ესტონელი ექსპერტი).
მოკლე კურსი თემაზე: "საჯარო დიპლომატია: საჯარო გამოსვლები, პრეზენტაციები და მედიასთან კომუნიკაცია"
2017 წლის 31 იანვარს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის პროექტის, ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“, ფარგლებში დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიხსნა სემინარი თემაზე: „საჯარო დიპლომატია: საჯარო გამოსვლები, პრეზენტაციები და მედიასთან კომუნიკაცია“, რომელსაც უძღვება ჰანეს რუმი (Hannes Rumm), ესტონელი ექსპერტი.
ახალი წიგნები
26 იანვარს, ქალბატონმა ირინე მახათაძემ, საქართველოში საბერძნეთის ყოფილი ელჩის, გიორგი ხაძიმიხელაკისის მეუღლემ და შვილმა, ნადია ხაძიმიხელაკისმა, დიპლომატიური სასწვალო ცენტრის ბიბლიოთეკას, საჩუქრად გადასცეს წიგნები დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის შესახებ, ელჩის პირადი ბიბლიოთეკიდან.
მოკლე სასწავლო კურსი ,,დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი“
20 დეკემბერს, დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლებისთვის დასრულდა მოკლე სასწავლო კურსი ,,დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი“, რომელსაც უძღვებოდა გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.
მოკლე სასწავლო კურსი: ,,დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი“
19 დეკემბერს, დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლებისთვის დაიწყო მოკლე სასწავლო კურსი ,,დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი“, რომელსაც უძღვება გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.
სემინარი - ,,პრაქტიკული დიპლომატია და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები"
14 დეკემბერს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიხსნა სემინარი თემაზე: „პრაქტიკული დიპლომატია და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“, რომელსაც უძღვება მარინა კალიურანდი (Marina Kaljurand), ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ელჩი, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი.
დიპლომატიური სასწავლო ცენტრის თანამშრომლების ვიზიტი ტალინში, ესტონეთი
6-8 დეკემბერს, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის მოწვევით, დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორი მაია ყიფშიძე, დირექტორის მოადგილე თამარ კაციტაძე და ტრენინგების და განვითარების ოფიცრის ასისტენტი თამარ მანგოშვილი, იმყოფებოდნენ ტალინში, ესტონეთი. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის მიერ ორგანიზებული პროექტით, ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“, გა
მოკლე სასწავლო კურსი: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“
ა.წ. 9 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის DCFTA-ის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის დასრულდა მოკლე სასწავლო კურსი: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA). ღონისძიების მხარდამჭერი იყო ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელსაც GIZ-ის (გერმანიის საე
მოკლე სასწავლო კურსი: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“
ა.წ. 5 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის DCFTA-ის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის დაიწყო მოკლე სასწავლო კურსი: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA). ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელსაც GIZ-ის (გერმანიის საერ
,,დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი“
2 დეკემბერს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO-PDP) თანამშრომლობის ფარგლებში, დასრულდა ხუთდღიანი მოკლე სასწავლო კურსი - ,,დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი“. ლექციებს კითხულობდა გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.
საჯარო ლექცია თემაზე: ,,ფოტოგრაფია საქართველოში: თანამედროვეობის მედიუმი“.
28 ნოემბერს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, პროექტის „საქართველოს შესახებ” ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ,,ფოტოგრაფია საქართველოში: თანამედროვეობის მედიუმი“.
,,გლობალური უსაფრთხოება: საქართველოს პერსპექტივა“
28 ნოემბერს, კახეთში, ლოპოტაზე გაიხსნა სემინარი ,,გლობალური უსაფრთხოება: საქართველოს პერსპექტივა“, რომელსაც დიპლომატიური სასწავლო ცენტრი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO-PDP) თანამშრომლობით ახორციელებს. სემინარს უძღვებიან სემი ფალტასი (Sami Faltas), გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორი და ვასილ სიხარულიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე. პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: გლობალური უსაფრთხოება საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში;
,,დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი“
28 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO-PDP) თანამშრომლობის ფარგლებში, დაიწყო მოკლე სასწავლო კურსი ,,დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი“, რომელსაც უძღვება გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.
„კორეის დიპლომატია უსაფრთხოებისა და რეგიონალურ საკითხებთან მიმართებაში“.
ა.წ 14 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეროვნულ დიპლომატიურ აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „კორეის დიპლომატია უსაფრთხოებისა და რეგიონალურ საკითხებთან მიმართებაში“.
DCFTA „დაფუძნება და მომსახურებით ვაჭრობა“
ა. წ. 10 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროგრამის: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება" (DCFTA) დასკვნითი ლექცია ჩატარდა. ლექცია თემაზე „დაფუძნება და მომსახურებით ვაჭრობა“, წაიკითხა ნინო ჯავახაძემ, ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგლემ.
ურთიერთგაგების მემორანდუმი ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან (BEC)
10 ნოემბერს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრს (BEC) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა ქ-მა მაია ყიფშიძემ, დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის სახელით კი - ქ-ნმა ნათია კაციაშვილმა, აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორმა.
ლექცია - ,,ნატო-საქართველოს ურთიერთობები"
2 ნოემბერს, დიპლომატიურმა სასწავლო ცენტრმა უმასპინძლა ლექციას თემაზე ,,ნატო-საქართველოს ურთიერთობები“, რომელიც წაიკითხა ბ-მა თეიმურაზ კეკელიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა. ლექციას დაესწრნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები.
,,DCFTA-ის ჰორიზონტალური საკითხები: ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება ლექციების სერია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება(DCFTA)".
ლექცია -,,საქართველოს მუზეუმები"
დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში განახლდა ლექციების სერია პროექტის „საქართველოს შესახებ” ფარგლებში. 24 ოქტომბერს ცენტრში მიხეილ წერეთელმა (საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე) ჩაატარა ლექცია თემაზე: „საქართველოს მუზეუმები“.
საჯარო ლექცია - „არჩევნები ამერიკაში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე“
20 ოქტომბერს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ამერიკის საელჩოს მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, ჯონ ფორტიემ, BPC-ის (Bipartisan Policy Center) დემოკრატიის პროექტის დირექტორმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „არჩევნები ამერიკაში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე“.
მოკლე კურსი - ,,საქართველო და ევროკავშირი"
10 ოქტომბერს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში დაიწყო მოკლე სასწავლო კურსი: „საქართველო და ევროკავშირი“, რომლის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ მიხეილ მირზიაშვილი, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე, ქეთევან ჩაჩავა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი და ვანო ჩხიკვაძე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი.
DCFTA: " ტარიფები და წარმოშობის წესები"
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება ლექციების სერია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA). 7 ოქტომბერს ჩატარდა რიგით მერვე ლექცია თემაზე: „ტარიფები და წარმოშობის წესები“, რომელსაც უძღვებოდა სამსონ ურიდია, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი.
საჯარო ლექცია თემაზე: „ევროინტეგრაცია და კონფლიქტები“
30 სექტემბერს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ევროინტეგრაცია და კონფლიქტები“, რომელიც წაიკითხა ბ-ნმა მიხეილ მირზიაშვილმა, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის დირექტორმა. ლექციას საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
ურთიერთგაგების მემორანდუმი ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის აზიისა და ოკეანეთის საკითხების კორალ ბელის სკოლასთან
23 სექტემბერს, ქ. კანბერაში (ავსტრალია) ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის აზიისა და ოკეანეთის საკითხების კორალ ბელის სკოლას შორის. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობას ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით, შესაბამისი სასწავლო და კვლევითი პროგრამების, სხვადასხვა სასწავლო კურსების, სემინარებისა და სხვა აკადემიური, საგანმანა
ლექცია თემაზე: DCFTA: ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება ლექციების სერია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA). 23 სექტემბერს ჩატარდა რიგით მეშვიდე ლექცია თემაზე: „ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები“, რომელზეც ისაუბრა გიორგი ჩიტაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირ
საჯარო ლექცია: "ქართული თეატრი წარსულში და დღეს"
დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში განახლდა ლექციების სერია პროექტის ფარგლებში „საქართველოს შესახებ”. 19 სექტემბერს ცენტრში ლევან ხეთაგურმა (პროფესორი, თეატრმცოდნე) ჩაატარა ლექცია თემაზე: „ქართული თეატრი წარსულში და დღეს“.
ლექციების სერია თემაზე „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება ლექციების სერია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA). 29 ივლისს ჩატარდა რიგით მეექვსე ლექცია თემაზე: „DCFTA: სანიტარული და ფიტოსანიტარული საკითხები“, რომელზეც ისაუბრა ლია თოდუამ (ექსპერტი გარემოს დაცვის ექსპერტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრ
ელჩების მეუღლეების პროგრამა
28 ივლისს, ,,ამბასადორიალი 2016-ის“ ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებისათვის ტრადიციულად ჩატარდა რიგით მეოთხე სპეციალური კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამა, რომლის მიზანი იყო ელჩების მეუღლეების მნიშვნელოვანი როლის კიდევ მეტად წარმოჩენა და ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს უკეთ პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
ლექციების სერია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება ლექციების სერია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA). 18 ივლისს ჩატარდა რიგით მეხუთე ლექცია თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრების უფლებები“, რომელზეც ისაუბრა ნიკოლოზ გოგილიძემ (ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქპატენტის თავმჯდომარე).
,,ბრიტანეთის რეფერენდუმი (BREXIT) - შესაძლო შედეგები ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოსათვის“
15 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოსათვის დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის (BREXIT) შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით, ლექცია წაიკითხა ბატონმა კახი ქენქაძემ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა. ლექციას დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა საჯარო უწყებების 24 წარმომადგენელი.
ლექციების სერია თემაზე „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება ლექციების სერია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA).
სემინარი „ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება - საქართველოს პერსპექტივა“ დასრულდა
7 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში დასრულდა ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე სემინარი „ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება - საქართველოს პერსპექტივა“.
სემინარი „ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება - საქართველოს პერსპექტივა“
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, გაიხსნა სემინარი „ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება - საქართველოს პერსპექტივა“ (ა. წ. 6-7 ივლისს).
ლექციების სერია თემაზე „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება ლექციების სერია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA).
სემინარი -,,კულტურათაშორისი კომუნიკაცია"
27 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, დაიწყო სემინარი თემაზე ,,კულტურათაშორისი კომუნიკაცია“, რომელსაც დიპლომატიური სასწავლო ცენტრი ნატო საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO-PDP) თანამშრომლობით ახორცილებს. ტრენინგს უძღვებიან ბრიტანელი ექსპერტები, დებორა სვოლოუ (Deborah Swallow) და ლივინგსტოუნ ტომპსონი (Livingstone Thompson).
ლექცია ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
22 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო ცენტრმა უმასპინძლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰარვარდის უნივერსიტეტის საზაფხულო გაცვლითი პროგრამით მყოფ 20 სტუდენტს. სტუდენტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის საქმიანობის სპეცფიკა გააცნო ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა მაია ყიფშიძემ,
დასრულდა ქართული ენის კურსი უცხოელი დიპლომატებისთვის
ა.წ. 21 ივნისს, დიპლომატიური სასწავლო ცენტრში, დასრულდა ქართული ენის შემსწავლელი კურსის პირველი ეტაპი უცხოელი დიპლომატებისთვის.
საჯარო ლექცია თემაზე "ქართული ლიტერატურის მიმოხილვა"
20 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო ცენტრმა პროექტის „საქართველოს შესახებ” ფარგლებში, უმასპინძლა ქეთევან ნადარეიშვილს (ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი) და საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს, მათი მეუღლეებს და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) წარმომადგენელებს.
ლექციების სერია თემაზე „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება ლექციების სერია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA).
სემინარი - ,,საერთაშორისო მოლაპარაკებები“
6 ივნისს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, დაიწყო ორდღიანი სემინარი თემაზე ,,საერთაშორისო მოლაპარაკებები“, რომელსაც დიპლომატიური სასწავლო ცენტრი ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO-PDP) თანამშრომლობით ახორციელებს. ტრენინგს ატარებს ბატონი რონ ტონი, კლინგენდაელის აკადემიის დირექტორი. აღსანიშნავია, რომ წელს შესრულდა 25 წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურთიერთობა დაამყარა კლინგენდაელის აკადემიასთან.
ლექციების სერია თემაზე „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA)
ა. წ. 2 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო ლექციების სერია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA).
ურთიერთგაგების მემორანდუმი უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიასთან
27 მაისს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა ქ-მა მაია ყიფშიძემ, დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორმა, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის სახელით კი - ბ-ნმა ლაშა პატარაიამ, აკადემიის დირექტორმა.
,,შესავალი კურსი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში" დასრულდა
24 მაისს დასრულდა ,,შესავალი კურსი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“, რომელიც ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ა. წ. 19 აპრილს დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახლად შექმნილი დეპარტამენტის 18-მა თანამშრომელმა.
საჯარო ლექცია - „ქართული წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და დღესასწაულები“
23 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, პროექტის „საქართველოს შესახებ” ფარგლებში, ნინო სვანაძემ (ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ამერიკულ სათვისტომოსთან ურთიერთობის განყოფილების ასისტენტი) ჩაატარა საჯარო ლექცია - „ქართული წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და დღესასწაულები“.
ურთიერთგაგების მემორანდუმი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ ინსტიტუტთან
20 მაისს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც დიპლომატიურ აკადემიებს შორის ცოდნის და სწავლების მეთოდოლოგიის გაზიარებას,
მოკლე კურსი ,,ეთიკა და ქცევის წესები საჯარო სამსახურში"
17 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში დასრულდა პროგრამის ,,შესავალი კურსი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“ ფარგლებში მიმდინარე სემინარი თემაზე ეთიკა და ქცევის წესები საჯარო სამსახურში, რომელსაც უძღვებოდნენ ირინა აღაპიშვილი, ეკა სირაძე (საჯარო სამსახურის ბიურო) და ივანე ხაჟალია (შსს აკადემია). კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
მოკლე კურსი ,,პოლიტიკის განვითარება, პოლიტიკის ანალიზი, ანგარიშების მომზადება"
5 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, პროგრამის ,,შესავალი კურსი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“ ფარგლებში, დაიწყო სემინარი თემაზე ,,პოლიტიკის განვითარება, პოლიტიკის ანალიზი, ანგარიშების მომზადება“, რომელსაც უძღვება ქალბატონი შორენა ლორთქიფანიძე, აღმასრულებელი საბჭოს წევრი,
მოკლე კურსი ,,დიპლომატიური პროტოკოლის და ეტიკეტის საფუძვლები"
3 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, პროგრამის ,,შესავალი კურსი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“ ფარგლებში, დაიწყო სემინარი თემაზე ,,დიპლომატიური პროტოკოლის და ეტიკეტის საფუძვლები“, რომელსაც უძღვება ბატონი გიორგი ვაშაკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტრის მოადგილე.
მოკლე კურსი თემაზე ,,მოლაპარაკებების წარმოება"
28 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, პროგრამის ,,შესავალი კურსი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“ ფარგლებში, დაიწყო სემინარი თემაზე ,,მოლაპარაკებების წარმოება“, რომელსაც უძღვება ბატონი ტარიელ სიხარულიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
"შესავალი კურსი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში"
19 აპრილს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში დაიწყო ,,შესავალი კურსი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახლად შექმნილი დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.
,,საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის" სასერტიფიკატო გამოცდა
18 აპრილს ჩატარდა ,,საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის” სასერტიფიკატო გამოცდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და დიპლომატიურ რეზერვში მყოფმა პირებმა.
ლექცია თემაზე: ,,ქართული ღვინის კულტურის მიმოხილვა"
4 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში პროექტის „საქართველოს შესახებ” ფარგლებში, ია თაბაგარმა (კომპანია „Living Roots-ის თანადამფუძნებელი, ღვინის ტურებისა და ღონისძიებების ორგანიზატორი) ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ქართული ღვინის კულტურის მიმოხილვა“.
მოკლე სასწავლო კურსი თემაზე ,,კიბერ უსაფრთხოება"
4 აპრილს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიასთან (CASE) თანამშრომლობის ფარგლებში, დაიწყო მოკლე კურსი კიბერუსაფრთხოების შესახებ.
ქართული ენის კურსი უცხოელი დიპლომატებისთვის
24 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ენის სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დაიწყო ქართული ენის შემსწავლელი კურსი უცხოელი დიპლომატებისათვის. კურსი გაგრძელდება 4 თვე და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
შეხვედრა საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან
ა.წ. 22 მარტს დიპლომატიურმა სასწავლო ცენტრმა გამართა შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა საჯარო უწყების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორმა, მაია ყიფშიძემ გააკეთა პრეზენტაცია სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით.
ურთიერთგაგების მემორანდუმი პარიზის საერთაშორისო დიპლომატიურ აკადემიასთან (ADI)
ა. წ. 17 მარტს, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში, განხორციელდა დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორის, მაია ყიფშიძის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრა პარიზის საერთაშორისო დიპლომატიური აკადემიის (ADI) გენერალურ დირექტორთან, მიშელ დუკლოსთან.
საჯარო ლექცია თემაზე "ქართული სამოსი"
7 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში პროექტის „საქართველოს შესახებ” ფარგლებში, ლუარსაბ ტოგონიძემ (ფოტოგრაფი, „სამოსელი პირველის“ დამფუძნებელი) ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ქართული სამოსი“.
სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“ (DCFTA)
ა. წ. 1 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“ (DCFTA). შეხვედრის მიზანი იყო პროექტისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე რეკომენდაციების წარდგენა და დისკუსია.
ევროკავშირის პროექტის: „კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, საქართველო“ დასკვნითი ღონისძიება
ევროკავშირის პროექტი: „კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, საქართველო“, რომელიც ემსახურებოდა საქართველო-ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, 27 თვიანი მუშაობის შემდეგ, 2016 წლის 5 თებერვალს დასრულდა. პროექტი დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ, ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის მეშვეობით (ENPI).
მოკლე კურსი ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე” (DCFTA) დასრულდა
ა.წ. 27 იანვარს, დასრულდა დიპლომატიური სასწავლო ცენტრისა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) მიერ ორგანიზებული მოკლე კურსი თემაზე: ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე”
ურთიერთგაგების მემორანდუმი ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს საუდ ნ. ალ-საბაჰის დიპლომატიურ სასწავლებელთან
2016 წლის, 25 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორის, მაია ყიფშიძის, ქუვეითის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს საუდ ნ. ალ-საბაჰის დიპლომატიური სასწავლებლის გენერალურ დირექტორთან, აბდულაზიზ ალ-შარეხთან.
საჯარო ლექცია თემაზე „ქართული მუსიკა“ საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებისა და მათი მეუღლეებისათვის
25 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში პროექტის “About Georgia” ფარგლებში, ნანა კალანდაძემ (კომპოზიტორი, საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე) ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ქართული მუსიკა“.
ტრენერთა ტრენინგი დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის
ამა წლის 27-29 იანვარს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის ,,კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS – Georgian Foundation for Strategic and international Studies) ჩატარდება ტრენერთა ტრენინგი
მოკლე კურსი თემაზე: ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA)“
11 იანვარს, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS) დაიწყო მოკლე კურსი თემაზე: ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე"