სხვა სიახლეები

მოკლე კურსი თემაზე: ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA)“

11.01.16
11 იანვარს, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS) დაიწყო მოკლე კურსი თემაზე: ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA)“. კურსი გაგრძელდება 27 იანვრის ჩათვლით. მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებების თანამშრომლები. კურსს უძღვებიან კახაბერ გოგოლაშვილი (ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრი, GFSIS) და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სხვა  მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტები.
სემინარი მოიცავს მომდევნო თემებს:                       
·         საერთაშორისო ვაჭრობისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიმოხილვა
·         DCFTA: თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელები
·         DCFTA: ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება (AA)
·         ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA): ტარიფები და წარმოშობის წესები
·         ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA): სანიტარული და ფიტოსანიტარული საკითხები DCFTA (DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: მდგრადი განვითარება )
·         DCFTA-ის ჰორიზონტალური საკითხები: კონკურენცია
·         DCFTA დაფუძნება და მომსახურებით ვაჭრობა
·         DCFTA ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები
·         DCFTA-ის ჰორიზონტალური საკითხები: ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
·         DCFTA-ის ჰორიზონტალური საკითხები: ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი