სხვა სიახლეები

ტრენერთა ტრენინგი დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის

21.01.16 ამა წლის 27-29 იანვარს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის ,,კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS – Georgian Foundation for Strategic and international Studies) ჩატარდება ტრენერთა ტრენინგი, რომელსაც უხელმძღვანელებს ნილს დე მუჟი, კლინგენდაელიდან (ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი) მოწვეული ექსპერტი. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ტრენერები.
აღნიშნული ტრენინგის პირველი ეტაპი ჩატარდა 2015 წლის 28-30 ოქტომბერს და მასზე განხილულ იქნა ისეთი სამუშაო საკითხები, როგორიცაა:

·         ტრენინგის პრინციპები და ეფექტური კომუნიკაცია
·         პრეზენტაციის სხვადასხვა ტექნიკა
·         ტრენინგის საჭიროებების განსაზღვრა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის

სემინარის მეორე ეტაპი დაეთმობა ინტერაქტიული ტრენინგის პრაქტიკული ასპექტების განხილვას.

უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი