საჯარო ლექცია თემაზე „ქართული მუსიკა“ საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებისა და მათი მეუღლეებისათვის
25.01.16
25 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში პროექტის “About Georgia” ფარგლებში, ნანა კალანდაძემ (კომპოზიტორი, საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე) ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ქართული მუსიკა“. ლექციას დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები და მათი მეუღლეები.
ლექციაზე განხილული იქნა შემდეგი თემები:
-
ქართული ფოლკლორი
-
ქართული ფოლკლორის კავშირი საქართველოს ისტორიასთან და რელიგიასთან
-
კინო-მუსიკა და საგალობლები