ურთიერთგაგების მემორანდუმი ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს საუდ ნ. ალ-საბაჰის დიპლომატიურ სასწავლებელთან
29.01.16
2016 წლის, 25 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორის, მაია ყიფშიძის, ქუვეითის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს საუდ ნ. ალ-საბაჰის დიპლომატიური სასწავლებლის გენერალურ დირექტორთან, აბდულაზიზ ალ-შარეხთან. შეხვედრის ფარგლებში ქართული მხარე გაეცნო ქუვეითში არსებული დიპლომატიური სასწავლებლის პროგრამებს, ასევე ინფრასტრუქტურულ ბაზას და დასახულ იქნა მომავალში თანამშრომლობის კონკრეტული გზები. კონსულტაციების ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.