სხვა სიახლეები

ევროკავშირის პროექტის: „კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, საქართველო“ დასკვნითი ღონისძიება

05.02.16

ევროკავშირის პროექტი: „კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, საქართველო“, რომელიც ემსახურებოდა საქართველო-ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, 27 თვიანი მუშაობის შემდეგ, 2016 წლის 5 თებერვალს დასრულდა. პროექტი დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ, ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის მეშვეობით (ENPI).

პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი, ადგილობრივად აღნიშნულ სფეროში ტრენინგების განვითარებისა და განხორციელების წამყვანი ინსტიტუტი. პროექტი იმართებოდა დიპლომატიური სასწავლო ცენტრიდან.

პროექტის მიზანი იყო დიპლომატიური კორპუსის და საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ევროკავშირთან აღნიშნული ახალი შეთანხმებების ეფექტურ განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა 34 სემინარი, 10 მნიშვნელოვან თემაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა მონაწილემ, მათ შორის დიპლომატებმა, სახელმწიფო მოხელეებმა, მედია ექსპერტებმა და დიპლომატიური სასწავლო ცენტრის თანამშრომლებმა. სემინარებზე განხილული იყო თემები, რომლებიც რელევანტურია ევროკავშირი-საქართველო ურთიერთობებისთვის და ემსახურებოდა მონაწილეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას.

დიპლომატიური სასწავლო ცენტრისთვის შეიქმნა 8 ახალი სასწავლო მოდული, შეიქმნა ასოცირებული ტრენერების გუნდი; ჩატარდა ორი ტრენერთა ტრენინგი. განხორციელდა სასწავლო ვიზიტები ცხრა ქვეყანაში, 15 დიპლომატიურ აკადემიასა და მსგავსს ინსტიტუტში. დღეისათვის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი წარმოადგენს ფართოდ აღიარებულ და სწრაფად განვითარებად დიპლომატიური სკოლას.

პროექტი განხორციელდა კონსორციუმის მიერ, რომელშიც შედიოდა ესტონეთის დიპლომატიის სკოლა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი და ევროპის კოლეჯი, რომელიც ხელმძღვანელობდა პროექტს.

მონაწილეებს დასკვნით ღონისძიებაზე მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა, პროექტის ხელმძღვანელმა, რიჩარდ ლაქინგმა და დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორმა, მაია ყიფშიძემ.


უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი