სხვა სიახლეები

სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“ (DCFTA)

02.03.16

ა. წ. 1 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“ (DCFTA). შეხვედრის მიზანი იყო პროექტისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე რეკომენდაციების წარდგენა და დისკუსია.
სემინარს დაესწრნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კერძოდ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS), საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) და საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) წარმომადგენლები.

 

 
 

უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი