შეხვედრა საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან
23.03.16
ა.წ. 22 მარტს დიპლომატიურმა სასწავლო ცენტრმა გამართა შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა საჯარო უწყების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორმა, მაია ყიფშიძემ გააკეთა პრეზენტაცია სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სასწავლო ცენტრის ღონისძიებებისა და კურსების შესახებ. ასევე, ცენტრის დირექტორმა შეხვედრაზე დამსწრეებს გააცნო დიპლომატიური სასწავლო ცენტრის სამომავლო გეგმები. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. გამოიკვეთა ინტერესის სფეროები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გზები.
|