სხვა სიახლეები

მოკლე კურსი ,,დიპლომატიური პროტოკოლის და ეტიკეტის საფუძვლები"

03.05.16 3 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, პროგრამის ,,შესავალი კურსი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“ ფარგლებში, დაიწყო სემინარი თემაზე ,,დიპლომატიური პროტოკოლის და ეტიკეტის საფუძვლები“, რომელსაც უძღვება ბატონი გიორგი ვაშაკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტრის მოადგილე. კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პროტოკოლისა და ეტიკეტის წარმოშობის ისტორია, პროტოკოლის სწორი სისტემის ფორმულირება, პროტოკოლისა სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების გზები, სწორი და არასწორი პრაქტიკა საქართველოსა და საზღვარგარეთ, ვიზიტის საერთო მენეჯმენტი, დელეგაციათა მოლაპარაკებების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა, ოფიციალური მიღებები და სადილები  და სხვა. კურსში საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობს თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი. 
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი