სხვა სიახლეები

მოკლე კურსი თემაზე ,,მოლაპარაკებების წარმოება"

28.04.16 28 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, პროგრამის ,,შესავალი კურსი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“ ფარგლებში, დაიწყო სემინარი თემაზე ,,მოლაპარაკებების წარმოება“, რომელსაც უძღვება ბატონი ტარიელ სიხარულიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: მოლაპარაკებების სტილისა და კულტურის შემუშავება; მოლაპარაკებების მომზადება-გაანალიზება; მოლაპარაკებების სტრატეგიების მართვა; ორგანიზაციაში მოლაპარაკებების გამოყენებით უკეთესი კლიმატის შექმნა; დაწესებულების ინტერესების დაცვა მოლაპარაკებების მაგიდასთან; შედეგების მიღწევა და პროცესის ეფექტურად მართვა. კურსში საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობს თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელი. 
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი