სხვა სიახლეები

ლექციების სერია თემაზე „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA)

02.06.16
ა. წ. 2 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო ლექციების სერია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA).
პირველ თემაზე „საერთაშორისო ვაჭრობისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიმოხილვა“, ისაუბრა ქ-მა მარინე მაჭარაშვილმა (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ვმო) ურთიერთობისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი). სემინარს დაესწრნენ საქართველოს ბიზნეს პალატის, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციისა და BDO Legal - ის წარმომადგენლები.
აღნიშნული კურსის ფარგლებში ჩატარდება ლექციები მომდევნო თემებზე: თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელები; ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება (AA); ტარიფები და წარმოშობის წესები; სანიტარული და ფიტოსანიტარული საკითხები; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: მდგრადი განვითარება; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: კონკურენცია; DCFTA: დაფუძნება და მომსახურებით ვაჭრობა; DCFTA: ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: ინტელექტუალური საკუთრების უფლებები; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში.
დღევანდელი სემინარი დროულად გამოეხმაურა, ა. წ. 31 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბ-ნი მიხეილ ჯანელიძის ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელზეც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბიზნეს წრეებისთვის გამართა პრეზენტაცია  და მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ეკონომიკური დიპლომატიის 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმა გააცნო.
 
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი