სხვა სიახლეები

სემინარი - ,,საერთაშორისო მოლაპარაკებები“

06.06.16
6 ივნისს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, დაიწყო ორდღიანი სემინარი თემაზე ,,საერთაშორისო მოლაპარაკებები“, რომელსაც დიპლომატიური სასწავლო ცენტრი ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO-PDP) თანამშრომლობით ახორციელებს. ტრენინგს ატარებს ბატონი რონ ტონი, კლინგენდაელის აკადემიის დირექტორი. აღსანიშნავია, რომ წელს შესრულდა 25 წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურთიერთობა დაამყარა კლინგენდაელის აკადემიასთან.
 
სემინარი მოიცავს შემდეგ თემებს:
 
·         კომპეტენციაზე დაფუძნებული მიდგომა მოლაპარაკებებისადმი
·         დისტრიბუციული და ინტეგრაციული მოლაპარაკებები
·         მოლაპარაკებების წარმოების ინდივიდუალური სტილის შერჩევა კონფლიქტურ სიტუაციებში და სხვ.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სემინარს ესწრებიან სხვა სამინისტროებისა (შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში) და პარლამეტის წარმომადგენლები.
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი