სხვა სიახლეები

ლექცია ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

22.06.16
22 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო ცენტრმა უმასპინძლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰარვარდის უნივერსიტეტის საზაფხულო გაცვლითი პროგრამით მყოფ 20 სტუდენტს. სტუდენტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის საქმიანობის სპეცფიკა გააცნო ცენტრის დირექტორმა,  ქალბატონმა მაია ყიფშიძემ, ხოლო კონფლიქტებთან მიმართებაში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა დავით დონდუამ. 
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი