სხვა სიახლეები

სემინარი -,,კულტურათაშორისი კომუნიკაცია"

27.06.16 27 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, დაიწყო სემინარი თემაზე ,,კულტურათაშორისი კომუნიკაცია“, რომელსაც დიპლომატიური სასწავლო ცენტრი ნატო საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO-PDP) თანამშრომლობით ახორცილებს. ტრენინგს უძღვებიან ბრიტანელი ექსპერტები, დებორა სვოლოუ (Deborah Swallow) და ლივინგსტოუნ ტომპსონი (Livingstone Thompson). სემინარი შედგება ორი კომპონენტისგან - ტრენერთა ტრენინგი, რომელიც 27 და 28 ივნისს ტარდება დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში და  სემინარი თემაზე ,,კულტურათაშორისი კომუნიკაცია“, რომელიც ჩატარდება 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით გუდაურში. პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მახასიათებლები, კულტურული განსხვავებები და მათი ზეგავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე და სხვა. სემინარში საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ტრენერები.
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი