სხვა სიახლეები

ლექციების სერია თემაზე „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA)

30.06.16
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება ლექციების სერია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA).
30 ივნისს ჩატარდა რიგით მესამე ლექცია თემაზე: „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება DCFTA-თან მიმართებაში“, რომელზეც ისაუბრა ქ-მა მარინე მაჭარაშვილმა (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ვმო) ურთიერთობისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი).
სემინარს ესწრებოდნენ შემდეგი ბიზნეს და საჯარო სექტორის წარმომადგენლები: ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEG), საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, კონკურენციის ცენტრი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იურიდიული ფორმების ასოციაცია, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია.
აღნიშნული კურსის ფარგლებში ჩატარდება ლექციები მომდევნო თემებზე: ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება (AA); ტარიფები და წარმოშობის წესები; სანიტარული და ფიტოსანიტარული საკითხები; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: მდგრადი განვითარება; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: კონკურენცია; DCFTA: დაფუძნება და მომსახურებით ვაჭრობა; DCFTA: ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: ინტელექტუალური საკუთრების უფლებები; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში.
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი