სხვა სიახლეები

სემინარი „ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება - საქართველოს პერსპექტივა“

06.07.16
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში,  გაიხსნა სემინარი „ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება - საქართველოს პერსპექტივა“ (ა. წ. 6-7 ივლისს).
 
სემინარს ატარებენ ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპული ცენტრის ლექტორები - პროფესორი მეთიუ როუდსი (Matthew Rhodes), პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი;  პროფესორი რალფ როლოფი (Ralf Roloff); პროფესორი ვალბონა ზენელი (Valbona Zeneli), შავი ზღვისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორი.
 
კურსის ფარგლებში მიმოხილული იქნება ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების მოდელი, ენერგო უსაფრთხოება საქართველოში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ასპექტები, კრიზისების მართვის მექანიზმები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე რუსეთის ფაქტორი თანამედროვე უსაფრთხოების სისტემაში და სხვა.
 
სემინარს ესწრებიან როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უშიშროების საბჭო, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში და ეროვნული თავდაცვის აკადემია).
 
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი