საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება ლექციების სერია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA).
8 ივლისს ჩატარდა რიგით მეოთხე ლექცია თემაზე: „DCFTA -ის იმპლემენტაციის პროცესი“, რომელზეც ისაუბრა ქ-მა მარინე მაჭარაშვილმა (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ვმო) ურთიერთობისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი).
სემინარს ესწრებოდნენ შემდეგი ბიზნეს და საჯარო სექტორის წარმომადგენლები: ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEG), საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ABCO-Georgia), საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, ქართულ-უკრაინული ბიზნეს კლუბი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო.
აღნიშნული კურსის ფარგლებში ჩატარდება ლექციები მომდევნო თემებზე: ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება (AA); ტარიფები და წარმოშობის წესები; სანიტარული და ფიტოსანიტარული საკითხები; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: მდგრადი განვითარება; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: კონკურენცია; DCFTA: დაფუძნება და მომსახურებით ვაჭრობა; DCFTA: ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: ინტელექტუალური საკუთრების უფლებები; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში.