სხვა სიახლეები

ელჩების მეუღლეების პროგრამა

28.07.16 28 ივლისს, ,,ამბასადორიალი 2016-ის“ ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებისათვის ტრადიციულად ჩატარდა რიგით მეოთხე სპეციალური კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამა, რომლის მიზანი იყო ელჩების მეუღლეების მნიშვნელოვანი როლის კიდევ მეტად წარმოჩენა და ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს უკეთ პოპულარიზაციის ხელშეწყობა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი თემები: კომუნიკაციის ეტიკეტი, „გადაიღე საქართველოში“ (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და კულტურისა  და ძეგლთა დაცვის სამინისტროების ახალი პროგრამა), ქართული ღვინის კულტურის წარმოჩენა  საერთაშორისო ასპარეზზე. პროგრამა დასრულდა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებთან დაკავშირებით. პროგრამას ესწრებოდა 18 მონაწილე.
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი