სხვა სიახლეები

ლექცია თემაზე: DCFTA: ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები

23.09.16
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება ლექციების სერია თემაზე: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA).
23 სექტემბერს ჩატარდა რიგით მეშვიდე ლექცია თემაზე: „ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები“, რომელზეც ისაუბრა გიორგი ჩიტაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი.
სემინარს ესწრებოდნენ შემდეგი ბიზნეს და საჯარო სექტორის წარმომადგენლები: ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია და სხვა.
აღნიშნული კურსის ფარგლებში ჩატარდება ლექციები მომდევნო თემებზე: ტარიფები და წარმოშობის წესები; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: მდგრადი განვითარება; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: კონკურენცია; DCFTA-ის ჰორიზონტალური თემები: ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში.
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი