სხვა სიახლეები

მოკლე კურსი - ,,საქართველო და ევროკავშირი"

10.10.16 10 ოქტომბერს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში დაიწყო მოკლე სასწავლო კურსი: „საქართველო და ევროკავშირი“, რომლის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ მიხეილ მირზიაშვილი, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე, ქეთევან ჩაჩავა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი და ვანო ჩხიკვაძე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი.
კურსი გაგრძელდება 12 ოქტომბრამდე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია; ევროკავშირი და მისი ინსტრუმენტები; თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის; ასოცირების შეთანხმება; ასოცირების დღის წესრიგი-ეროვნული სამოქმედო გეგმა და სხვა.
სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ესწრებიან შემდეგი უწყებების წარმომადგენლები:  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის აპარატი, სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი