სხვა სიახლეები

,,დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი“

02.12.16
2 დეკემბერს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში,  ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO-PDP) თანამშრომლობის ფარგლებში, დასრულდა ხუთდღიანი მოკლე სასწავლო კურსი - ,,დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი“. ლექციებს კითხულობდა გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.
კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პროტოკოლისა და ეტიკეტის წარმოშობის ისტორია, პროტოკოლის სწორი სისტემის ფორმულირება, პროტოკოლის სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების გზები, სწორი და არასწორი პრაქტიკა საქართველოსა და საზღვარგარეთ, ვიზიტის საერთო მენეჯმენტი, დელეგაციათა მოლაპარაკებების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა, ოფიციალური მიღებები და სადილები და სხვა. 
ლექციას საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ შემდეგი უწყებების წარმომადგენლები: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
კურსის  დასრულების  შემდეგ,  ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის  და სასწავლო ცენტრის წარმომადგენელმა, მონაწილეებს  გადასცეს  სერტიფიკატები.
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი