მოკლე კურსი თემაზე: "საჯარო დიპლომატია: საჯარო გამოსვლები, პრეზენტაციები და მედიასთან კომუნიკაცია"
31.01.17
2017 წლის 31 იანვარს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის პროექტის, ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“, ფარგლებში დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიხსნა სემინარი თემაზე: „საჯარო დიპლომატია: საჯარო გამოსვლები, პრეზენტაციები და მედიასთან კომუნიკაცია“, რომელსაც უძღვება ჰანეს რუმი (Hannes Rumm), ესტონელი ექსპერტი.
კურსში განიხილება შემდეგი თემები: კომუნიკაცია, როგორც თანამედროვე საჯარო დიპლომატიის არსებითი მხარე, საჯარო გამოსვლის ხელოვნება, პრეზენტაციის უნარები, ინტერვიუს მიცემის ტექნიკა და სხვა. სემინარში მონაწილეობას იღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
|