სხვა სიახლეები

მოკლე კურსი თემაზე: "საჯარო დიპლომატია: საჯარო გამოსვლები, პრეზენტაციები და მედიასთან კომუნიკაცია"

02.02.17 2 თებერვალს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ესტონეთის დიპლომატიურ სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში დასრულდა სამ დღიანი მოკლე სასწავლო კურსი: „საჯარო დიპლომატია: საჯარო გამოსვლები, პრეზენტაციები და მედიასთან კომუნიკაცია“. ლექციები წაიკითხა ჰანეს რუმმა (ესტონელი ექსპერტი). კურსის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: კომუნიკაცია, როგორც თანამედროვე საჯარო დიპლომატიის არსებითი მხარე, საჯარო გამოსვლის ხელოვნება, პრეზენტაციის უნარები, ინტერვიუს მიცემის ტექნიკა და სხვა. ლექციაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რომლებსაც კურსის დასასრულს გადაეცათ სერტიფიკატები.
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი