სხვა სიახლეები

მოკლე კურსი: "ელექტრონული მმართველობა და ეროვნული კიბერ უსაფრთხოება"

28.02.17
28 თებერვალს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის პროექტის, ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“, ფარგლებში დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიხსნა სემინარი თემაზე: „ელექტრონული მმართველობა და ეროვნული კიბერ უსაფრთხოება“, რომელსაც უძღვება რაულ რიკი (Raul Rikk), ესტონელი ექსპერტი. კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები: ინტერნეტი და ელექტრონული მმართველობა, სახელმწიფო დონის ელექტრონული მმართველობა, ეროვნული კიბერ უსაფრთხოება, კიბერ საფრთხეები, სახელმწიფოთა საერთაშორისო გამოწვევები და ინტერესები და სხვა. სემინარში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას იღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები.
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი