სხვა სიახლეები

მიმოხილვითი სემინარი - „ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ეკონომიკური ასპექტები“

30.03.17 ა. წ. 30 მარტს, ქ. ბორჯომში დაიწყო მიმოხილვითი სემინარი „ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ეკონომიკური ასპექტები“ (DCFTA) საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის, რომელიც ტარდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის, ევროკავშირის პროექტის „ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობის ფარგლებში.
 
სემინარს უძღვებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის და აღნიშნულ სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კურსის ფარგლებში მიმოხილული იქნება ისეთი თემები, როგორიც არის: საქართელოს საგარეო ვაჭრობა და სავაჭრო პოლიტიკა; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მიმოხილვა, დაფუძნება და მომსახურებით ვაჭრობა; ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობები; ევროკავშირი-საქართველო ასოცირების შეთანხმების ფუნდამენტური საკითხები; სანიტარული და ფოტოსანიტარული ნორმები; ინტელექტუალური საკუთრების უფლება; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება DCFTA-ის ფარგლებში; ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები ენერგეტიკის სფეროში.
სამდღიანი სემინარი გახსნეს გენადი არველაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ; იოლანტა ტაჩინსკამ, ევროკავშირის პროექტის „ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ ხელმძრვანელმა; მაია ყიფშიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორმა და სოფიო გურულმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების მენეჯერმა.
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი