სხვა სიახლეები

მემორანდუმი პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

05.04.17 5 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს დიპლომატიური სწავლებისა და ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა ცენტრის დირექტორმა, ქ-ნმა მაია ყიფშიძემ, პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით კი - ბ-ნმა ფრანსიშკუ დუარტე ლოპეშმა, საგარეო პოლიტიკის გენერალურმა დირექტორმა. 
უკან დაბრუნება  
გამოცდილების გაზიარება საელჩოში მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება საელჩოში მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით
ა. წ. 25 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საგანგებო დავალებათა ელჩმა, ნიკოლოზ რთველიაშვილმა ისაუბრა საელჩოში მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრას დაესწრნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
ელჩების მეუღლეების პროგრამა ელჩების მეუღლეების პროგრამა
ა. წ. 20 ივლისს, ,,ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებისათვის ჩატარდა რიგით მეხუთე სპეციალური კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამა, რომლის მიზანია ელჩების მეუღლეების მნიშვნელოვანი როლის კიდევ მეტად წარმოჩენა და ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
საჯარო ლექცია - ,,დანიელ დეფო - ბრიტანელი კოლონისტის პროტოტიპი და ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის მამა“ საჯარო ლექცია - ,,დანიელ დეფო - ბრიტანელი კოლონისტის პროტოტიპი და ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის მამა“
17 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, კახი ქენქაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე ,,დანიელ დეფო - ბრიტანელი კოლონისტის პროტოტიპი და ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის მამა“.
არქივი