სხვა სიახლეები

სემინარი - 1961 წლის ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ

05.04.17
5 აპრილს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში წინა საროტაციო კურსის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის ჩატარდა რიგით მეშვიდე სემინარის პირველი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ხათუნა თოთლაძემ ისაუბრა 1961 წლის ვენის კონვენციაზე დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. სემინარის მეორე და მესამე ნაწილები ჩატარდება 7 და 11 აპრილს.
უკან დაბრუნება  
სემინარი - ,,ევროკავშირის საგარეო და სამეზობლო პოლიტიკა“ სემინარი - ,,ევროკავშირის საგარეო და სამეზობლო პოლიტიკა“
11 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიხსნა სემინარი თემაზე ,,ევროკავშირის საგარეო და სამეზობლო პოლიტიკა“, რომელიც ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში. სემინარს უძღვება ვილიარ ვეებელი, ესტონელი ექსპერტი.
საჯარო ლექცია თემაზე: „ეკონომიკური განვითარება საქართველოში“ საჯარო ლექცია თემაზე: „ეკონომიკური განვითარება საქართველოში“
ა. წ. 9 ოქტომბერს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, დაიწყო ლექციების სერია პროექტის „საქართველოს შესახებ“ ფარგლებში. საჯარო ლექცია თემაზე: „ეკონომიკური განვითარება საქართველოში“ წაიკითხა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნოშრევან ლომთათიძემ.
სემინარი - ,,ბირთვული გაუვრცელებლობა და უსაფრთხოება“ სემინარი - ,,ბირთვული გაუვრცელებლობა და უსაფრთხოება“
5 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა სემინარი თემაზე ,,ბირთვული გაუვრცელებლობა და უსაფრთხოება“. ლექციები წაიკითხეს შემდეგი ორგანიზაციებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა: სამეფო კოლეჯი ლონდონი (King’s College London), სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, ჯეიმს მარტინის სახელობის მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის კვლევითი ცენტრი (James Marti
არქივი