სხვა სიახლეები

სემინარი - ,,კულტურათაშორისი კომუნიკაცია“

24.04.17 24 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, დაიწყო სემინარი თემაზე ,,კულტურათაშორისი კომუნიკაცია“, რომელსაც დიპლომატიური სასწავლო ცენტრი ნატო საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO-PDP) თანამშრომლობით ახორცილებს. ტრენინგს უძღვებიან ბრიტანელი ექსპერტები, დებორა სვოლოუ (Deborah Swallow) და ლივინგსტოუნ ტომპსონი (Livingstone Thompson). სემინარი შედგება ორი კომპონენტისგან - ტრენერთა ტრენინგი, რომელიც 24 და 25 აპრილს ტარდება დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში და  სემინარი თემაზე ,,კულტურათაშორისი კომუნიკაცია“, რომელიც ჩატარდება 26 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით კახეთის რეგიონში. პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მახასიათებლები, კულტურული განსხვავებები და მათი ზეგავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე და სხვა. სემინარში საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ტრენერები.
უკან დაბრუნება  
ტრენინგი ტრენინგი "ეფექტური პრეზენტაციის უნარები"
ამა წლის 18-19 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ დაფინანსებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ეფექტური პრეზენტაციის უნარები“.
Visit To Tallinn Visit To Tallinn
ა. წ 4-8 დეკემბერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში მიმდინარე დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის 12 მონაწილე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ტალინში, ესტონეთი.
მოკლე კურსი - ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“ მოკლე კურსი - ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“
30 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიხსნა ორდღიანი სემინარი თემაზე ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“, რომელიც ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში.
არქივი