სხვა სიახლეები

სემინარი ,,ეროვნული ძალაუფლების ინსტრუმენტები“

16.05.17 16 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, გაიხსნა სემინარი ,,ეროვნული ძალაუფლების ინსტრუმენტები“.
სემინარს ატარებენ, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ცენტრის ასოცირებული დირექტორი საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში, აშშ-ს ყოფილი ელჩი  დუგლას გრიფიტი (AMB Douglas Griffiths)  და გერმანიის არმიის პოლკოვნიკი ანდრეს გეკლერი  (Colonel Andreas Gueckler).  
კურსის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი თემები როგორიცაა: დიპლომატია როგორც ეროვნული უსაფრთხოების ინსტრუმენტი, დაზვერვის ძირითადი საკითხები და სადაზვერვო ციკლი.
სემინარში საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ  შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები.
უკან დაბრუნება  
ტრენინგი ტრენინგი "ეფექტური პრეზენტაციის უნარები"
ამა წლის 18-19 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ დაფინანსებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ეფექტური პრეზენტაციის უნარები“.
Visit To Tallinn Visit To Tallinn
ა. წ 4-8 დეკემბერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში მიმდინარე დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის 12 მონაწილე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ტალინში, ესტონეთი.
მოკლე კურსი - ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“ მოკლე კურსი - ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“
30 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიხსნა ორდღიანი სემინარი თემაზე ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“, რომელიც ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში.
არქივი