სხვა სიახლეები

სემინარი ,,ეროვნული ძალაუფლების ინსტრუმენტები“

17.05.17 17 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში დასრულდა ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე სემინარი ,,ეროვნული ძალაუფლების ინსტრუმენტები“.
სემინარს  უძღვებოდნენ, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ცენტრის ასოცირებული დირექტორი საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში, აშშ-ს ყოფილი ელჩი  დუგლას გრიფიტი (AMB Douglas Griffiths)  და გერმანიის არმიის პოლკოვნიკი ანდრეს გეკლერი  (Colonel Andreas Gueckler). 
კურსის დასასრულს, მონაწილეებს ჯ. მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპული ცენტრის პროფესორისა და დიპლომატიური სასწავლო ცენტრის წარმომადგენლების მიერ გადაეცათ სერტიფიკატები. სემინარში საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ  შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები.
უკან დაბრუნება  
კახი ქენქაძის შეხვედრა სტაჟიორებთან კახი ქენქაძის შეხვედრა სტაჟიორებთან
30 მარტს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ჰარვარდის ასოცირებულმა პროფესორმა კახი ქენქაძემ სამინისტროს სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან და მის გლობალურ გავლენასთან დაკავშირებით.
უკრაინის დიპლომატიური აკადემიის დირექტორისა და უკრაინის ელჩის ვიზიტი უკრაინის დიპლომატიური აკადემიის დირექტორისა და უკრაინის ელჩის ვიზიტი
27 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ბრეგვაძემ და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენადი უდოვენკოს სახელობის დიპლომატიური აკადემიის დირექტორმა, სერგეი კორსუნსკიმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნულ ინსტიტუტებს შორის გათვალისწინებულია ცოდნისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაზიარება, აკადემიური პერსონალის გაცვლა და სხვა ტიპის თანამშრომლობის დამყარება.
 საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ისტორიული კავშირი ევროპასთან“ საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ისტორიული კავშირი ევროპასთან“
ა. წ. 19 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაგრძელდა ლექციების სერია პროექტის „საქართველოს შესახებ“ ფარგლებში. საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ისტორიული კავშირი ევროპასთან“ წაიკითხა, ჰარვარდის ასოცირებულმა პროფესორმა, კახი ქენქაძემ.
არქივი