სხვა სიახლეები

ლევან მიქელაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება

23.05.17 23 მაისს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლევან მიქელაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გახსნა. მან აღნიშნა ლევან მიქელაძის განსაკუთრებული ღვაწლი სამშობლოს წინაშე და დიპლომატიური სასწავლო ცენტრის მიღწევებზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორმა, მაია ყიფშიძემ წარადგინა სასწავლო ცენტრის 5 წლიანი საქმიანობის ანგარიში და ცენტრის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, თანამშრომლებს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის“ სასერტიფიკატო გამოცდა საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა ფილმის ჩვენება ლევან მიქელაძის შესახებ, სადაც უცხოელმა კოლეგებმა გაიხსენეს მისი საქმიანობა.
ღონისძიებას დაესწრნენ, როგორც დიპლომატიური კორპუსის, საჯარო სექტორისა და ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ლევან მიქელაძის ოჯახის წევრები.
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი