სხვა სიახლეები

შეხვედრა თემაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

29.05.17 ა. წ. 29 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო ცენტრმა უმასპინძლა ,,გორის ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის” წევრებს - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს გორის რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან.  ,,ასოციაცია ნაკვალევის“ ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში, დავით სოლომონიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. ლექციის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეხვდნენ გიორგი ფარეშიშვილს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილეს, რომელიც მათ ცენტრის საქმიანობის შესახებ ესაუბრა.
ზემოთ აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოტივირებული ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას დიპლომატიის  კუთხით, გაზარდოს მათი ინტერესი აღნიშნული საკითხისადმი, უზრუნველყოს მათი პიროვნული და პროფესიული განვითარება და  ხელი შეუწყოს მათში  მუდმივი სწავლების უნარების განვითარებას.
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი