სხვა სიახლეები

მემორანდუმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან

07.06.17 2017 წლის 7 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორი2017 წლის 7 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მათ შორის ცოდნის და სწავლების მეთოდოლოგიის გაზიარებას, აკადემიური პერსონალის გაცვლას და სხვა ტიპის თანამშრომლობის დამყარებას ითვალისწინებს.  ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა ცენტრის დირექტორმა, მაია ყიფშიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სახელით კი - აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მათ ერთობლივად აღმართეს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დროშა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ადგილობრივი პარტნიორების დროშებს შორის. დასასრულს, რექტორმა სტუმრებს აკადემიის ტერიტორია დაათვალიერებინა. 

უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი