სხვა სიახლეები

ტრენერთა ტრენინგის მონაწილეების სამუშაო შეხვედრა

14.06.17  
მ. წ. 14 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიმართა ცენტრის მიერ, 2015-2017 წლებში, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO-PDP) თანამშრომლობით ,,კულტურათაშორისი კომუნიკაციის” თემაზე ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგში ჩართული მონაწილეების  სამუშაო შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ ამ თემატიკაზე მომუშავე ტრენერების პირველი ჯგუფი ამიერიდან ითანამშრომლებს დიპლომატიურ სასწავლო ცენტრთან.
 
შეხვედრის ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლელა აბდუშელიშვილმა ტრენერებს გაუზიარა  30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის, კლინგენდაელის  ხელშეწყობით  ორგანიზებულ სემინარში  -  „კურიკულუმის განვითარება/დიზაინი“ მონაწილეობისას მიღებული გამოცდილება. 
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი