სხვა სიახლეები

ურთიერთგაგების მემორანდუმი რონდელის ფონდთან

23.06.17 2017 წლის 23 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მათ შორის ცოდნის და სწავლების მეთოდოლოგიის გაზიარებას, აკადემიური პერსონალის გაცვლას და სხვა ტიპის თანამშრომლობის დამყარებას ითვალისწინებს.  ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა ცენტრის დირექტორმა, მაია ყიფშიძემ, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სახელით კი - ფონდის პრეზიდენტმა, ეკა მეტრეველმა. 
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი