სხვა სიახლეები

გამოცდილების გაზიარება საელჩოში მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით

25.07.17 ა. წ. 25 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საგანგებო დავალებათა ელჩმა, ნიკოლოზ რთველიაშვილმა ისაუბრა საელჩოში მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრას დაესწრნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. 
უკან დაბრუნება  
ელჩების მეუღლეების პროგრამა ელჩების მეუღლეების პროგრამა
ა. წ. 20 ივლისს, ,,ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებისათვის ჩატარდა რიგით მეხუთე სპეციალური კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამა, რომლის მიზანია ელჩების მეუღლეების მნიშვნელოვანი როლის კიდევ მეტად წარმოჩენა და ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
საჯარო ლექცია - ,,დანიელ დეფო - ბრიტანელი კოლონისტის პროტოტიპი და ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის მამა“ საჯარო ლექცია - ,,დანიელ დეფო - ბრიტანელი კოლონისტის პროტოტიპი და ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის მამა“
17 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, კახი ქენქაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე ,,დანიელ დეფო - ბრიტანელი კოლონისტის პროტოტიპი და ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის მამა“.
სემინარი - ,,აშშ-ს და რუსეთის საგარეო პოლიტიკა სემინარი - ,,აშშ-ს და რუსეთის საგარეო პოლიტიკა"
5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაიხსნა სემინარი თემაზე ,,აშშ-ს და რუსეთის საგარეო პოლიტიკა“, რომელსაც დიპლომატიური სასწავლო ცენტრი ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. კურსს უძღვებიან ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპული ცენტრის ლექტორები - პროფესორი მეთიუ როუდსი (Dr. Matthew Rhodes), და პროფესორი გრემ ჰერდი (Dr. Graeme Herd).
არქივი