სხვა სიახლეები

სემინარი - ,,საერთაშორისო მოლაპარაკებები“

02.10.17 2 ოქტომბერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაიხსნა სემინარი თემაზე ,,საერთაშორისო მოლაპარაკებები“, რომელსაც უძღვებიან პოლ მერტსი, ჰოლანდიელი ექსპერტი, ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის, ,,კლინგენდაელის“ თანადამფუძნებელი და ტარიელ სიხარულიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სემინარის პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ორმხრივი გარიგებები, მოლაპარაკებები კერძო და საჯარო სექტორში, მრავალმხრივი მოლაპარაკებებისთვის მომზადება, მრავალმხრივი ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკებების ანალიზი და შეთანხმება. სემინარს ესწრებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. 
უკან დაბრუნება  
ტრენინგი ტრენინგი "ეფექტური პრეზენტაციის უნარები"
ამა წლის 18-19 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ დაფინანსებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ეფექტური პრეზენტაციის უნარები“.
Visit To Tallinn Visit To Tallinn
ა. წ 4-8 დეკემბერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში მიმდინარე დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის 12 მონაწილე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ტალინში, ესტონეთი.
მოკლე კურსი - ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“ მოკლე კურსი - ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“
30 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიხსნა ორდღიანი სემინარი თემაზე ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“, რომელიც ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში.
არქივი